NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»“ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა

“ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა

04 თებ 2023 კულტურა 174 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯეინ ფონდა ამბობს, რომ ვერ იფიქრებდა, თუ 30 წლამდე იცოცხლებდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა პარალელურად კვებით აშლილობას ებრძოდა, რაც მისი ცხოვრების “საიდუმლო” ნაწილად იქცა.

“ჩემს 20-იან წლებში ფილმებში თამაში დავიწყე. ბულემია ძალიან მძიმედ მტანჯავდა. ეს ჩემს ჩრდილად და საიდუმლოდ იქცა. მე უბედური ვიყავი. არ მეგონა, თუ 30 წლამდე ვიცოცხლებდი. გარეთ არ გავდიოდი. არ მივდიოდი პაემნებსა და შეხვედრებზე, რადგან თავს ცუდად ვგრძნობდი და კვებით აშლილობას ვებრძოდი. ასევე იმ ფილმებში თამაში მიწევდა, რომლებიც დიდად არ მომწონდა”.

“ბარბარელას” ვარსკვლავი გულღიად საუბრობს თავის გამოცდილებაზე და ასევე იხსენებს, რომ თავდაპირველად ეს დაავადება არც ისე რთული ჩანდა, თუმცა თანდათან მისი ცხოვრება დააზიანა.

“ეს შენს გარეგნობას ზიანს აყენებს. მუდამ დაღლილი ხარ. ურთიერთობები წარმოუდგენლად რთულდება. არავინ იცის სინამდვილეში რას აკეთებ. შენი დღე მთლიანად საკვების გარშემო ტრიალებს, რაც თავს მარტოსულად გაგრძნობინებს. და შემდეგ შენ უბრალოდ დამოკიდებული ხდები”, – აღნიშნავს მსახიობი.

ჯეინი ამ დაავადებას წლების განმავლობაში ებრძოდა. ამბობს, რომ ეს მის 40-იან წლებშიც გაგრძელდა, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა მისგან თავის დაღწევის გზები და თანდათანობით გათავისუფლდა.

“მერე ეს უფრო მარტივი გახდა. არ ვიცოდი, თუ არსებობდა ჯგუფები, რომელთან ერთადაც შეგეძლო ამ პროცესებთან ბრძოლა. ამაზე არავინ საუბრობდა. თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ შემდეგ უბრალოდ შევწყვიტე ამის კეთება”.

წყარო/ფოტო: Pop Culture

კომენტარები

ჯეინ ფონდა 2023-02-04
ანო
Tags ჯეინ ფონდა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

შემდეგი სტატია

წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა

მსგავსი სტატიები

გარიკ ხარლამოვი:  ღმერთს ვთხოვ მშვიდობას! არსად არ უნდა იყოს ასე

გარიკ ხარლამოვი: ღმერთს ვთხოვ მშვიდობას! არსად არ უნდა იყოს ასე

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2022
თენგიზ არჩვაძე იუბილარია

თენგიზ არჩვაძე იუბილარია

ნინო ჩხეიძე 03 აგვ 2022
ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 18 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge