NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

04 თებ 2023 პოლიტიკა 123 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ვფიქრობ, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით სასჯელის გადავადება წესით, არ უნდა მოხდეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტი თვითდაზიანებას მიმართავს, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

„პატიმარ სააკაშვილის ოჯახის წევრმა, ქალბატონმა გიულიმ თავისი აღიარებითი ჩვენებით თქვა, რომ დიახ, პატიმარი სააკაშვილის მიზანია, სასჯელისგან გათავისუფლდეს და მერე გადაწყვეტენ, სად იმკურნალებს – საქართველოში, თუ უცხოეთში. მან დაანგრია ის მითი, თითქოს, პატიმარ სააკაშვილს, ან მის მომხრეებს, სურთ ის განიკურნოს. ასევე აღიარებითი ჩვენებაა, რომ ის თვითდაზიანების რეჟიმშია. თვითდაზიანების რეჟიმში ბუნებრივია, პასუხისმგებლობა თავად ამ პატიმარს ეკისრება. მე მაქვს ძალიან ლოგიკური კითხვა, რატომ იმყოფება პატიმარი სააკაშვილი და რატომ სურს საერთოდ მას და მის მომხრეებს, საავადმყოფოში 2-ოთახიან ლუქსში ყოფნა?! მისი მიზანი, როგორც ჩვენ ვამბობთ და ვხედავთ, არის ის, რომ არ განიკურნოს, არ უჯერებს ექიმებს, არ ენდობა ექთნებს, სამედიცინო პერსონალს. მაშინ მიზანი რა არის, როცა ის საავადმყოფოში იმყოფება, კითხონ მას, ან მის მომხრეებს, რატომ სურთ, რომ ის იყოს საავადმყოფოში, თუ მედპერსონალს არ ენდობიან, არც საკვებს, რომ იქ მიიღოს, არც მედიკამენტებს, რომ იქ მიიღოს და საერთოდ, უნდობლობა აქვთ გამოცხადებული ამ კლინიკის და მისი პერსონალის მიმართ, მაშინ რატომ უნდათ რომ პატიმარი სააკაშვილი ამ კლინიკაში იმყოფებოდეს? ამაზე პასუხი ძალიან საინტერესო იქნება მისგან და მისი მომხრეებისგან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლომ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებასთან, ან გადავადებასთან დაკავშირებით მიიღოს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კომენტარების გაკეთება არასწორია.

„ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არათუ ვერ ჩავერევით, კომენტარსაც ვერ გავაკეთებთ წინასწარ, მითუმეტეს, პოლიტიკოსებისგან, წინასწარი კომენტარების გაკეთება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, არასწორია. ყველაფერი თავიდან ბოლომდე მართლმსაჯულებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად და საჯაროდ, პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ პატიმარი სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ასევე მისი მომხრეებისგან დადასტურებულია, რომ მათი მიზანი არა განკურნება, არამედ სასჯელისგან თავის არიდებაა, მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ვფიქრობ, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით სასჯელის გადავადება წესით, არ უნდა მოხდეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, სასამართლოზე და მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

TOP გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილი 2023-02-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

შემდეგი სტატია

მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

მსგავსი სტატიები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილი ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილი ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

08 იან 2018
მამუკა ბახტაძე იოსებ გოგაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს

მამუკა ბახტაძე იოსებ გოგაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს

22 აგვ 2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

23 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge