NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

04 თებ 2023 პოლიტიკა 173 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მგონი, მართლა მარტო პენიტენციური სისტემა და საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა, ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მართლაც ამ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე თუ რა ბედი ეწევა ქვეყანას, მაშინ თუ სააკაშვილს რამე შეემთხვვევა, ოდიშარია პასუხობს, რომ უსამართლო ამბავია, როდესაც ერთი ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს ის, გარკვეულ პროცესზე გადიოდეს ქვეყნის და მთელი ქართველი ხალხის ბედ-იღბალი.

ოდიშარიას მოსაზრებით, ასეთი მიდგომა არც ევროპის და არც დასავლეთის მხრიდან სამართლიანი არ არის.

„ჩვენთვის გაუგებარია, როდესაც გთხოვენ, შენ ჩამოანგრიო სამართლიანი სახელმწიფო და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროპულ ოჯახში. ეს რა მიდგომაა? თუ მოგიწოდებენ, რომ შენ სამართლის საწინააღმდეგოდ იარო და ერთი პატიმრის მხოლოდ იმ გამოგონილი მიზეზებით გაათავისუფლო ის, მაშინ რა ვუყოთ 8 000 პატიმარს, რომელთაგან 7 000 ალბათ, გაცილებით უფრო ნაკლები მძიმე დანაშაულისთვის იხდის მსჯავრს. იმათმაც რომ გამოაცხადონ შიმშილობა და თავი სიგამხდრემდე მიიყვანონ მაშინ, რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ?! თუ თანახმა ვარ, რომ ყველა პატიმარი გამოვუშვათ? არ ჭამას და ვერ ჭამას შორის დიდი სხვაობაა. ჩვენ ექიმებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც მასთან მუდმივად არიან, გვესმის, რომ როდესაც გარკვეული პერიოდია და მას მოსწონს რაღაც საკვები, ის იღებს ამ საკვებს.

როდესაც ცენტრი „ემპათია“, თუ სხვა გაურკვეველი პირები კონსულტაციას აძლევენ, რომ მან მიიღოს ნაკლებკალორიული საკვები, ეს არის უბედურება. ეს ადამიანები ამ ადამიანს არ გულშემატკივრობენ. ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მგონი, მართლა მარტო პენიტენციური სისტემა და საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა, ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მართლაც ამ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, რომელსაც ხელს უწყობენ, არ მინდა ოჯახს შევეხო, მაგრამ ადამიანები, ვინც მას კონსულტაციას უწევენ და უბიძგებენ ამისკენ, ვგულისხმობ გარკვეულ სამედიცინო ჯგუფს, რომელიც პენიტენციურის სისტემისა და „ვივამედის“ კლინიკის მიღმაა, ასევე ვგულისხმობ პოლიტიკური ჯგუფს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ ანაღვლებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა. პირიქით, რაც უფრო დასნებოვნებული იქნება სააკაშვილი, მით უფრო ეს არის თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი“, – აცხადებს ოდიშარია.

კომენტარები

TOP ბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილი 2023-02-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

შემდეგი სტატია

ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

მსგავსი სტატიები

პოლიტიკური პარტია არის ამის ორგანიზატორი – კახა კალაძე ტაქსის მძღოლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს

პოლიტიკური პარტია არის ამის ორგანიზატორი – კახა კალაძე ტაქსის მძღოლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მარ 2019
როცა სააკაშვილს 9 წლის მანძილზე 9 მლნ ლარს ედავებიან, კალაძემ ერთი ხელმოწერით ქვეყანას 80 მლნ ზარალი მიაყენა და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაშინ დავიწყოთ კალაძით

როცა სააკაშვილს 9 წლის მანძილზე 9 მლნ ლარს ედავებიან, კალაძემ ერთი ხელმოწერით ქვეყანას 80 მლნ ზარალი მიაყენა და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაშინ დავიწყოთ კალაძით

ირაკლი შალიკაშვილი 02 დეკ 2021
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა

23 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge