NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

04 თებ 2023 პოლიტიკა 184 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მართალია დასავლეთი უკრაინას “ლეოპარდის”, “M1 აბრამსის” და “ჩელენჯერის” ტიპის ტანკებს დაპირდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანას წარმატებული შეტევითი ოპერაციისთვის მეტი იარაღი ჭირდება. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გარდა, ისინი F16- ის ტიპის საბრძოლო მოერიშეებს ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკრაინას ამ უკანასკნელის გადაცემაზე უარს ეუბნება, ოთხვარსკვლავიან თადარიგის გენერალს და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალს ევროპაში, ბენ ჰოჯესს სჯერა, რომ უკრაინა F16-ებს მიიღებს. ინტერვიუ გენერალ ჰოჯესთან “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა, მარიამ უგრეხელიძემ ჩაწერა.

გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. F16 მოიერიშე თვითმფრინავებზე მინდა გკითხოთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა მათ არ გადასცემს უკრაინას. არც ბრიტანეთია თანახმა, საფრანგეთს კი გარკვეული წინაპირობები აქვს თუ შეგიძლიათ გვითხრათ რატომ სურს ეს მოიერიშეები უკრაინას, რატომ არ აძლევს მათ დასავლეთი და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ერთ დროს “ჰაიმარსები” და “M1 აბრამსების” გადაცემაც არ განიხილებოდა, შემდეგ კი მაინც მისცეს ისინი უკრაინას, ფიქრობთ თუ არა, რომ უკრაინა მაინც მიიღებს F16-ებს?

ვფიქრობ, გარკვეული დროის შემდეგ მიიღებს. ძალიან იმედისგამაცრუებელია იმის ყურება, რომ [ბაიდენის] ადმინისტრაცია თანდათანობით აწვდის იარაღს [უკრაინას]. თქვენ და თქვენს მაყურებლებს, ალბათ გახსოვთ, რომ ერთი წლის წინ “სტინგერების” გადაცემაზეც კი დიდი განხილვა იყო. ამბობდნენ, რომ ეს გარკვეულწილად პროვოკაციული იქნებოდა. თუმცა, ჩვენ მაინც ვაკეთებთ ამას [ვაწვდით იარაღს], რუსები კი ამაზე არ რეაგირებენ, იმიტომ, რომ არ შეუძლიათ. მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ატომური იარაღის გამოყენების გარდა, რაც ნაკლებ დასაშვებია, რომ მოხდეს.

ადმინისტრაციამ, რომელმაც ასეთი კარგი სამუშაო შეასრულა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და ალიანსის ერთობის შენარჩუნებისთვის, ჯერ მაინც ვერ გაიაზრა, რომ უკრაინას რეალურად შეუძლია გაიმარჯვოს.

ისინი არ საუბრობენ უკრაინის გამარჯვებაზე. გვესმის საუბრები უკრაინის დახმარებაზე, რომ ის წარმატებული იყოს, ან დამარცხება თავიდან აიცილოს. ამის გამო, ისინი თავს არიდებენ იმ საჭირო შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რაც უკრაინის წარმატებას უზრუნველყოფს.

საბოლოოდ, რაც ხდება ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ გამოთქვან, ან ჯერ არ გადაუწყვეტიათ როგორი უნდა იყოს საბოლოო მდგომარეობა. საბოლოო მდგომარეობა კი უნდა იყოს ისეთი, სადაც უკრაინა რუსეთზე იმარჯვებს.

გასაგებია, მაგრამ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ ჭირდება ეს მოიერიშეები უკრაინას?

ყირიმი ამ ომის გადამწყვეტი ნაწილია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა არასდროს იქნებაუსაფრთხოდ, დაცული, ან ვერასდროს შეძლებს ეკონომიკის აღდგენას იქამდე, ვიდრე რუსეთს ყირიმი ოკუპირებული ექნება. იმისთვის, რომ ყირიმის გათავისუფლება მოხდეს, უკრაინას სჭირდება საშუალება, რომ შეუტიოს ორ მთავარ მარშრუტს, რომელიც ყირიმს უკრაინასთან აკავშირებს. ერთი, რა თქმა უნდა, ქერჩის ხიდზე გადის, მეორე კი ე.წ. სახმელეთო ხიდია, რომელიც როსტოვიდან, ქვევით, აზოვის ზღვის სანაპიროზე გადის მარიუპოლის, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის გავლით მიდის ყირიმამდე. ასე რომ მათ სჭირდებათ შორ მანძილზე ზუსტი დარტყმის უნარი: “ატაკამსები”, სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები, “ნაცრისფერი არწივის” ტიპის სამხედრო დრონები და ასევე პილოტიანი თვითმფრინავები, როგორიცაა F16. მათ შეუძლიათ ყირიმზე შეტევა განახორციელონ.

ყირიმის გათავისუფლების გზაა, რუსებისთვის იქ ყოფნა გაუსაძლისი გახადონ. ყირიმში დასამალი არსადაა, მათ [უკრაინელებმა] ყველაფრის ადგილმდებარეობა იციან. ასე რომ, მათ შეუძლიათ უბრალოდ დაბომბონ [საჭირო ადგილები].

ასევე, როდესაც უკრაინის სხვა ნაწილებზე ვფიქრობთ, F16-ების ქონა სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერასაც შეუწყობდა ხელს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ესროლო სამიზნეს მიწაზე, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნებოდა უკრაინელებისთვის.

რა თქმა უნდა, F16-ები იაფი არაა. რუსებს უამრავი საჰაერო და თავდაცვითი სისტემა აქვთ, ამიტომ უკრაინელებს მოუწევდათ და ასეც იზამენ, რომ ჭკვიანურად გამოიყენონ ისინი. ესაა შესაძლებლობა, რომელიც მათ რუსეთისგან თავდაცვაში მეტად დაეხმარება.

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ “რუსეთმა შურისძიება” დაიწყო. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში ტერიტორიების დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორ შეაფასებდით უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციას ახლა და ელოდებით თუ არა ჩრდილოეთიდან რუსების შეტევას იმ მიზნით, რომ აიძულონ უკრაინას აღმოსავლეთიდან ჯარების ნაწილი იქ გადაისროლოს?

ახლა ყოველდღე ვხედავთ, რომ ბრძოლები ბახმუტის ირგვლივ მიმდინარეობს და გვესმის, რომ რუსები სოფელს, ან რაიმე მცირე ტერიტორიას იღებენ. შავი ზღვის რუკა სულ თან დამაქვს. თუ რუკას შევხედავთ და ვნახავთ სადაა ბახმუტი, მივხვდებით, რომ ვსაუბრობთ აღმოსავლეთით, უკრაინის 5%-ზე. ასე რომ 8 წლის განმავლობაში, სულ ესაა, რაც რუსებმა შეძლეს.

ვერ ვხედავ მათი მხრიდან რაიმე გადამწყვეტი შედეგის მიღწევას. ყირიმი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და როდესაც უკრაინა ყირიმს გაათავისუფლებს, შემდეგ ყველაფერი, რაც დონბასში ხდება, თავისით დალაგდება. ყირიმია კრიტიკული ნაწილი.

არ მჯერა, რომ რუსები შეძლებენ, რაიმე მნიშვნელოვანი ახალი შეტევა განახორციელონ ჩრდილოეთიდან. სულერთია იქნება ეს ბელარუსიდან, ბელგოროდიდან, ბრიანსკიდან, თუ კურსკიდან. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ათასობით უიღბლო რუსი ახალწვეული გამოიძახონ, რომლებმაც სექტემბერში საქართველოში, ყაზახეთსა და სხვა ადგილებში გაქცევა ვერ მოახერხეს. მეტი არაფერი აქვთ. მათ არსად ელოდებათ ასობით ახალი ტანკი, ან ასობით სხვა საბძროლო მანქანა.

ასე რომ, დიახ, ალბათ გარკვეული ტიპის მობილიზაცია ექნებათ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ დიდი შეტევის სამზადისის რაიმე მტკიცებულებას ბელარუსიდან და ზოგადად, ჩრდილოეთიდან. რუსებს სურთ, რომ უკრაინელებმა ამაზე ინერვიულონ და იფიქრონ, რომ მომზადებულები უნდა იყვნენ, შესაბამისად შეინარჩუნონ ძალები, რომლებიც ამას გააკონტროლებს. თუმცა, ამას მთავარ საფრთხედ ვერ განვიხილავ.

ვრცლად

კომენტარები

TOP ბენ ჰოჯესი 2023-02-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბენ ჰოჯესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

შემდეგი სტატია

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

მსგავსი სტატიები

“აქედან მოყოლებული სულ იყო იმის საფრთხე, რომ ასადის რეჟიმს შეიძლებოდა „ეღიარებინა“ აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა”

“აქედან მოყოლებული სულ იყო იმის საფრთხე, რომ ასადის რეჟიმს შეიძლებოდა „ეღიარებინა“ აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა”

04 ივნ 2018
TI-ის კვლევა – ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები საჩუქრად იღებენ

TI-ის კვლევა – ბინები, ავტომობილები, ათასობით დოლარი, ძვირფასი ნივთები, რომლებსაც დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები საჩუქრად იღებენ

22 დეკ 2018
თუ მოხალისეებია საჭირო, აგერ ჯანდაბას, ჩემი მკლავი და ტანი

თუ მოხალისეებია საჭირო, აგერ ჯანდაბას, ჩემი მკლავი და ტანი

ირაკლი შალიკაშვილი 15 მარ 2021

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge