NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

03 თებ 2023 კულტურა 164 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს დამსახურებული არტისტი, უსაყვარლესი პიროვნება, ქართული კინოსა და თეატრის გენიალური მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა…

“რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში…

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

– ძალიან სამწუხაროა ჯემალ ღაღანიძის წასვლა… უბრწყინვალესი თაობა მიდის, რომელმაც ქართული კულტურისთვის უზარმაზარი საქმე გააკეთა, როგორც თეატრში, ასევე – კინოში. უდიდესია ჯემალ ღაღანიძის დამსახურება. შესანიშნავი ფილმებია, სადაც მას როგორც ეპიზოდური, ისე – მთავარი როლები აქვს შესრულებული…

თავისი ხასიათით, ძალიან დიდი იუმორით, სარკაზმით, ირონიულობით, პლასტიკურობით შესანიშნავი სახეები შექმნა. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო – „ლაზარეს თავგადასავალი“, სადაც მართლაც დაუვიწყარია მისი პერსონაჟი.

ეს ის დრო იყო, როდესაც კულტურას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. ეს ყველაფერი ჩანდა ჩვენს ადამიანურ ურთიერთობაში, სიყვარულში, პატივისცემაში… ნეტავ, დაბრუნდეს ის დრო, როდესაც ბატონი ჯემალისნაირი ადამიანები უწყვეტად ასეთ განცდებს და გრძნობებს ბადებდნენ ადამიანებში. საქართველომ არ უნდა დაკარგოს ის, რაც ურთიერთპატივისცემასთანაა დაკავშირებული.

ამის მაგალითი იყო ჯემალ ღაღანიძე, ამიტომაც ვართ ძალიან დამწუხრებული ყველანი…

თათული დოლიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

– ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანი წავიდა ჩვენგან… შესანიშნავი მსახიობი, არაჩვეულებრივი მეგობარი, პარტნიორი, სიცოცხლით და ენერგიით სავსე ადამიანი. ძალიან დააკლდება ჩვენს თეატრს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არაჩვეულებრივი თაობა მიდის… ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი (მაპატიეთ, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, მეტირება მათ გახსენებაზე) ამ კორიფეებს…

ჯემალ ღაღანიძე მუდამ რუსთაველის თეატრში მუშაობდა, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, შესანიშნავი სახეები შექმნა ჯერ კიდევ სერგო ზაქარიაძესთან ერთად და შემდგომ – თეატრის ყველა მნიშვნელოვან სპექტაკლში.

მან თავისი წარუშლელი კვალი დატოვა.

ბოლომდე ძალიან კარგად აზროვნებდა. როდესაც ვურეკავდი, ამბობდა რომ ავადმყოფობდა, მისუსტებული ხმა ჰქონდა, მაგრამ არასოდეს მისცემია პესიმიზმს. მომავლის იმედით იყო და კარგი განწყობა ჰქონდა.

კომენტარები

TOP ჯემალ ღაღანიძე 2023-02-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ჯემალ ღაღანიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

შემდეგი სტატია

არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

მსგავსი სტატიები

თბილისი „Mercedes-Benz Fashion Week-ის” მე-6 სეზონს მასპინძლობს

თბილისი „Mercedes-Benz Fashion Week-ის” მე-6 სეზონს მასპინძლობს

03 ნოე 2017
გარდაიცვალა თამაზ კვაჭანტირაძე

გარდაიცვალა თამაზ კვაჭანტირაძე

ნინო ჩხეიძე 15 აგვ 2021
კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა

კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა

18 სექ 2017

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge