კასპის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს:
ადამიანს წესს ვუგებ და სხეული არ აქვს რამის მოვკვდი. ამდენი საუკუნის ქვეყანაში რაღაცამ სახლში შეჭამა. იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო, ეკალ-ბარდი უვლის. ეჰ, თქვენ რა გენაღვლებათ ხელისუფალნო და დიდებულებო, თქვენ იმხელა ღობეები გაქვთ მგელი კი არა ჩიტი ვერ შემოფრინდება. ნეტა საერთოდ გვთვლით ჩვენ ადამიანებად? ფიქრობთ რომ ჩვენ და ჩვენ შვილებსაც უნდათ რამე? ჩემ შვილებს ჯერ ზღვა არ დაუნახიათ, დასვენება არც მინდა. კიდევ კარგი სული გვაქვს ადამიანებს და საიქიო ცხოვრება არსებობს, თორე დაბადებას დავიწყევლიდით ყველა. ბოლოს, იმ ხალხს, რომ გვარიგებთხოლმე, მიწას მივხვედოთ და ვიცხოვროთ, ჩამოდით აბა მოსინჯეთ ამ პატარა მიწებზე, თუ მოიყვანთ იმდენს რამეს რომ მთელი წელი ჭამოთ, ექიმთან იაროთ, გადასახადები იხადოთ და შვილებს ასწავლოთ.
კომენტარები