NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

03 თებ 2023 პოლიტიკა 142 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს საკვებს არანაირი პრობლემა არ ექნება, ადამიანი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს გარემოცვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, პენიტენციური სისტემა, შესაბამისი უწყება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„სააკაშვილი არის გამონაკლისი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია. თუ მიიღებს საკვებს არანაირი პრობლემა არ ექნება, ადამიანი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს მისი გარემოცვა – ოჯახის წევრები, პარტიის წევრები და ა.შ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის დღიდან უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს ვუყურებთ.

„ყველაფერი თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებებია. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოტანის დღიდან. ეს არის ძალიან დიდი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირების, არეულობის, რევოლუციის მოწყობას, მაგრამ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ, რადგან შესაბამისმა სამსახურმა იმუშავა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით, ციხეში ჩაესვათ. ამ დღეებიდან მოყოლებული, ჩვენ ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ირგვლივ არსებული ადამიანები. არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო – მიშამ უნდა ჭამოს“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს სააკაშვილს ლმობიერად არ ეპყრობიან.

„არადა ადამიანს ყველაფერი აქვს. ის არის რადიკალურად განსხვავებული სხვა პატიმრებთან შედარებით. არის კლინიკაში. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამას აქვს ერთი მიზანი, როგორმე დაიხსნან ციხიდან. ნახეთ განცხადებები, პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და სამშობლოს. მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

TOP კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილი 2023-02-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

შემდეგი სტატია

ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსგავსი სტატიები

“უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა – ისეთი პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, თქვენ გამოიყენეთ ლანძღვისთვის”

“უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა – ისეთი პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, თქვენ გამოიყენეთ ლანძღვისთვის”

ირაკლი შალიკაშვილი 22 აპრ 2020
მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს

მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2020
კახა კალაძე: …მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ

კახა კალაძე: …მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

    უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

  • პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

    პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge