NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

03 თებ 2023 პოლიტიკა 144 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV-ის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ივნისიდან ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გაერთიანების შექმნაზე მუშაობდა, თუმცა ეს ვერ ხერხდება და პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

“შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ასეთია, რომ ამდენი თვის შემდეგ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ “გირჩი – მეტი თავისუფლება” გაძლიერდეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, როცა საუბარია დამოუკიდებელ თამაშზე, ეს არ ნიშნავს, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ გარკვეულ პროცესებში, მათ შორის 24 თებერვლის აქციაზე, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ კოორდინაცია არ ექნება.

“ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ თამაშზე, არ ნიშნავს, რომ რაღაც პროცესებზე არ გვექნება კოორდინაცია, მათ შორის იგივე „დროასთან“ და „სტრატეგიასთან“. საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსის მიღებას, ამაზე ვიყავით ჩვენ შეთანხმებული და ეს შეთანხმება ისევ ძალაშია. როცა ეხება უკრაინის თემას, ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა, მათ შორის 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას ერთად ვაორგანიზებთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

TOP ზურაბ ჯაფარიძე 2023-02-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზურაბ ჯაფარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

შემდეგი სტატია

ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

მსგავსი სტატიები

საკითხების გადაუდებლობა უბიძგებს მხარეებს იპოვონ კომრომისი და შევიდნენ პარლამენტში

საკითხების გადაუდებლობა უბიძგებს მხარეებს იპოვონ კომრომისი და შევიდნენ პარლამენტში

ირაკლი შალიკაშვილი 03 თებ 2021

„ბარიგა ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი“

20 სექ 2018
„ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის ციხე რ უნდა იყოს რეაბილიტაციის საშუალება“

„ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის ციხე რ უნდა იყოს რეაბილიტაციის საშუალება“

08 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge