მიუხედავად იმისა, რომ დედის მსგავსი თვალები აქვს, ნავარონე გარიბალდი გარსია არ არის საყოველთაოდ ცნობილი, როგორც პრისცილა პრესლის ვაჟი. პრისცილა ელვისის ყოფილი მეუღლეა.
“ბევრმა ადამიანმა იცის ჩემ შესახებ”, – უთხრა მუსიკოსმა PEOPLE-ს, ამავე კვირის ნომერში. — “მაგრამ ისინი არ მიცნობენ”. 35 წლის ნავარონე დიდწილად ყურადღების მიღმა დარჩა.
„მე ყველაზე ხშირად ვეხვეოდი პრობლემებში, რადგან ბავშვების მშობლები იგებდნენ, ვინ იყო დედაჩემი და ეძებდნენ მიზეზს, რათა მასთან ესაუბრათ, რაც თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებდა“, – ამბობს ის.
ცოტა ხნის წინ, გარიბალდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც 22 იანვარს გრეისლენდში მისი ნახევარ დის ლიზა მარი პრესლის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო. ელვისისა და პრისცილას ერთადერთი ქალიშვილი, ლიზა მარი მოულოდნელად, 54 წლის ასაკში, გარდაიცვალა. თავდაპირველ მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა.
“ეს ჯერ კიდევ დაუჯერებლია”, – ამბობს ნავარონე დიდი დანაკარგის შესახებ.
მან ცოტა ხნის წინ გამოუშვა თავისი ახალი სიმღერა “Acid Plane” და ღიად დაიწყო საუბარი საკუთარ წარსულზე, ოჯახურ პრობლემებსა და ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც თინეიჯერობის ასაკიდან ებრძვის და 2020 წელს საბოლოოდ დაიწყო მკურნალობა.
ახლა იგი დედას უჭერს მხარს და შვილის გარდაცვალების შემდეგ მის გვერდითაა. მომღერალს სურს პრისცილა ბრაზილიაში წაიყვანოს.
“ის აქ 80-იან წლებში ცხოვრობდა, თუმცა ვფიქრობ, საჭიროა, გაიხსენოს, თუ რამდენად მშვენიერია ეს ყველაფერი”, – ამბობს ნავარონე.
წყარო/ფოტო: People
კომენტარები