საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოში მოწმის სახით, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დაკითხვას მოითხოვს.
როგორც ადვოკატმა კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის მინისტრის მოწმის სახით დაკითხვის მოთხოვნა უკავშირდება რატი ბრეგაძის გუშინდელ განცხადებებს.
ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრმა გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა.
“ვხსნით ყველა მოწმეს. დავკითხავთ მხოლოდ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას. უცნაური განცხადებები გააკეთა: ადვოკატები აძალებენო და საზღვარი აქვს ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია. აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ, მას აქვს რაღაც ინფორმაცია და მოვიდეს სასამართლოს მოახსენოს ამის შესახებ, მოწმეა ჩვეულებრივი.
მოქმედი კანონმდებლობით, პატიმართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხები იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ეკისრება.
რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
კომენტარები