NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

02 თებ 2023 კულტურა 188 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მსახიობი, ოსკარზე ნომინირებული ფილმის („დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) რეჟისორის ედვარდ ბერგერის ახალ ფილმში „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

„კონკლავში“, რომლის სიუჟეტის მოქმედებაც ვატიკანში ვითარდება, მერაბ ნინიძესთან ერთად მონაწილეობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: რალფ ფაინსი, იზაბელა როსელინი, სტენლი ტუჩი და ჯონ ლითგოუ მიიღებენ.

ფილმი, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და პაპის გარდაცვალების შემდეგ, ვატიკანში განვითარებული მოვლენების შესახებ გვიამბობს. კარდინალ ლოურენსს, რომლის როლსაც რალფ ფაინსი ასრულებს, ახალი წინამძღოლის არჩევა ევალება, სწორედ აქედან იწყება ჩახლართული, ინტრიგებით მოცული ამბები, რომლის მონაწილე მერაბ ნინიძეც ხდება, როგორც ერთ-ერთი კარდინალი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერაბ ნინიძემ დასავლური კინემატოგრაფიის სამყაროში საკუთარი სახელი და ადგილი უკვე დაიმკვიდრა, ქართველი მსახიობის სახელთან არა ერთი პრესტიჟული კინონაწარმი და ჯილდოა დაკავშირებული. თბილისში დაბადებული 55 წლის მსახიობის დებიუტი კინოში 1984 წელს,  თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში“ შედგა, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

20-ზე მეტ ქართულ პროექტში მონაწილეობის შემდეგ, მერაბ ნინიძემ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ევროპაში გადადის საცხოვრებლად და საკუთარ სახელს სხვადასხვა ქვეყანაში იმკვიდრებს. მერაბის წარმატებულ სამსახიობო კარიერას ისიც უწყობს ხელს, რომ იგი ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულსა და ფრანგულ ენებს.

2015 წელს თბილისში გამოიცა მარიკა ბაკურაძესთან ერთად დაწერილი მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნი „მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე“. ეს წიგნი იმ ემიგრანტის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია ოცზე მეტი წლის წინ რომ დატოვა სამშობლო და ევროპაში იპოვა თავისი ადგილი.

„კონკლავის“ გადაღებები რომში უკვე დაწყებულია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ ნინიძეც გადასაღებ მოედანზე იმყოფება.

წყარო

კომენტარები

TOP მერაბ ნინიძე 2023-02-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მერაბ ნინიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

შემდეგი სტატია

გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

მსგავსი სტატიები

ილონ მასკის 70 წლის დედა პოდიუმს იპყრობს (ფოტოები)

ილონ მასკის 70 წლის დედა პოდიუმს იპყრობს (ფოტოები)

24 ნოე 2018
საინტერესო ფაქტები “მონა ლიზას” შესახებ

საინტერესო ფაქტები “მონა ლიზას” შესახებ

ანო 04 დეკ 2022

ქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარსდგა

04 სექ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

    უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

  • პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

    პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge