NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო

Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო

01 თებ 2023 ბიზნესი 296 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვარში დაიწყო. განაცხადების მიღება 2023 წლის 15 აპრილამდე დასრულდება. ამ დროისთვის, Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა პროექტში 100 განაცხადია შესული.

შეავსეთ განაცხადი  და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საქმიანობის თავიანთ სფეროში და ამ აღიარებით მეტის გაკეთების სტიმული მიეცათ.

უკვე მეხუთე წელია რაც Forbes Georgia -ს პროექტი 30 UNDER 30ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

წელს კონკურსს ფინანსების კატეგორია დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის გამარჯვებულები უკვე 6 კატეგორიაში გამოვლინდებიან. ესენია: ანტრეპრენერი და მეწარმეები, ტექნოლოგიები, ფინანსები, მეცნიერება, მედია და მარკეტინგი , კულტურა და სტილი.

თიბისი პროექტის მთავარ პარტნიორია  და გალფთან ერთად იმ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

„ჩვენთვის Forbes 30 under 30 გამორჩეულად საყვარელი და მნიშვნელოვანი  პროექტია, რადგან ის მოტივაციას აძლევს და ახალ შესაძლებლობებს უქმნის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.  ასეთი პროექტების მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან თიბისიმ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და გვერდით დავუდგეთ, რომ თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.” – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. Forbes Georgia & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ.“- გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“-ა. განაცხადები 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ამ ბმულზე მიიღება – https://under30.ge/ka/#regForm .

კომენტარები

TOP თიბისი 2023-02-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

შემდეგი სტატია

სალომე სამადაშვილი: მოსამართლე, ხელისუფლება, პრეზიდენტი, ვისაც დღეს შეუძლია მისი გადარჩენა და ამას არ აკეთებს, ხელს აწერს შესაძლო სასიკვდილო განაჩენს

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან კავშირების გამო, რამდენიმე უკრაინულ პარტიას საქმიანობა შეუჩერდა

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან კავშირების გამო, რამდენიმე უკრაინულ პარტიას საქმიანობა შეუჩერდა

ნინო ჩხეიძე 20 მარ 2022
სამსუნგის Bespoke მაცივარი – შექმნილია შენთვის, შენ მიერ

სამსუნგის Bespoke მაცივარი – შექმნილია შენთვის, შენ მიერ

თამუნა 15 ივლ 2022
თეგეტა მოტორსის ვაკის ფილიალის სამუშაო საათები გაიზარდა!

თეგეტა მოტორსის ვაკის ფილიალის სამუშაო საათები გაიზარდა!

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

  • დათო ოქიტაშვილი სოცქსელში ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

    დათო ოქიტაშვილი სოცქსელში ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge