NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

01 თებ 2023 პოლიტიკა 173 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავს განცხადებაზე, – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას.

რატი ბრეგაძის თქმით, ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება.

„ამ განცხადების პასუხად შესაძლოა ითქვას ერთი რამ: საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა, მათ შორის მაშინ საქართველოს მოქალაქის და ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს და ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩვენ ყველამ, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ზიდონ, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენია დამდგარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არიოს ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ მაქსიმალურად, ყოველთვის ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო კომენტირების შეფასებაზე, ვინაიდან, ეს სახელმწიფო იმყოფება ომში.

როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავს განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა თქვას ეს, ვინც არ უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება და სწორედ ევროპული და დასავლური სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა გაკეთებული განცხადება, მით უმეტეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არცერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და შესაბამისად, ეს არ იქნება მისაღები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი – მოკლას სააკაშვილი. ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები წარადგინა და აღნიშნა:

“ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა: “ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა – რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”.

ამასთან, ზელენსკის თქმით, არ შედის განხილვაში, რისთვის დააკავეს სააკაშვილი, რადგან ეს საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საჯაროდ აწამებენ.

“სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

TOP ვოლოდიმირ ზელენსკი რატი ბრეგაძე 2023-02-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვოლოდიმირ ზელენსკი რატი ბრეგაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

შემდეგი სტატია

იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

მსგავსი სტატიები

კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

15 სექ 2017
გიორგი მარგველაშვილმა NDI- ის პრეზიდენტს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

გიორგი მარგველაშვილმა NDI- ის პრეზიდენტს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018
საერთო ოპოზიციური პოზიცია უნდა გვქონდეს, ვიხრებით იქით, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდეს პარლამენტში

საერთო ოპოზიციური პოზიცია უნდა გვქონდეს, ვიხრებით იქით, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდეს პარლამენტში

ირაკლი შალიკაშვილი 02 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge