NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

01 თებ 2023 ბიზნესი 198 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ჯამში 50 მილიონ ევრომდე ღირებულების მეტროს ვაგონებს შეისყიდის.

საუბარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, ახალი ვაგონების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერზე და რუსულ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც თავად EBRD-მა შეაჩერა, თუმცა როგორც ხმალაძე ამბობს, ბანკთან შეთანხმებით, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ქართული მხარის ინტერესები მაქსიმალურად დაცულია.

აღსანიშნავია, რომ “მეტროვაგონმაში” უკრაინის მიერ სანქცირებულია, თუმცა ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ რუსული კომპანია სანქცირებული არაა.

ამასთან, ხმალაძის განმარტებით, რუსულ კომპანიას უპირატესობა დაბალი ფასის გამო აქვს და სხვა მომწოდებლის პირობებში ვაგონების შესყიდვა ვერ მოხდებოდა.

„ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, თუ კომპანია ვერ შეძლებდა წარმოებას, რომ არ აღმოვჩენილიყავით გადახდილი თანხის და მიუღებელი საქონლის პირისპირ, ეს ყველაფერი ისე შეიცვალა, რომ ჯერ საქონელს მივიღებთ, მივიღებთ ექსპლუატაციაში და მხოლოდ იმ პორციას ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა და თბილისის მეტროპოლიტენის სისტემაში გაეშვება.

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფასად ალტერნატიული მომწოდებლისგან ვერ შევძლებდით ვაგონების შესყიდვას და პირდაპირ გეტყვით, 30-35%-ით აუცილებლად ძვირდებოდა სხვა მომწოდებლის შემთხვევაში, ვეცადეთ, არსებულ მომწოდებელთან დაგვესრულებინა მოლაპარაკებები ისე, რომ ქართული მხარის ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად დაზღვეული, ამ პირობებს მივაღწიეთ, ცვლილების ყველა პუნქტი შეთანხმდა EBRD-თან და ამის შემდეგ მოხდა ცვლილების ხელმოწერა. ვიმედოვნებ, ვაგონების დამზადება და კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში მუნიციპალიტეტისთვის მოწოდება მოხდება”,- ამბობს ხმალაძე.

რუსულმა “მეტროვაგონმაშმა” EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა. “ფორმულამ” ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელსაც კალაძე ხელს 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს აწერს.

რუსულ კომპანიას 170 მილიონ ლარიანი ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა. თუმცა 2022 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ EBRD-მა შეაჩერა გადარიცხვა.

წყარო

კომენტარები

TOP მერია 2023-02-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

შემდეგი სტატია

რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

მსგავსი სტატიები

ლირისა და რუბლის გაუფასურებამ გალვენა ლარზეც მოახდინა

ლირისა და რუბლის გაუფასურებამ გალვენა ლარზეც მოახდინა

10 აგვ 2018
გიორგი ვაშაძე პრემიერს: თქვენ რომ არ გიჭირთ, რომ გილხინთ, კორუფციული სქემები რომ გაქვთ და დიდი შემოსავალი, ამიტომ ფიქრობთ, რომ ყველა დალხენილად ცხოვრობს

გიორგი ვაშაძე პრემიერს: თქვენ რომ არ გიჭირთ, რომ გილხინთ, კორუფციული სქემები რომ გაქვთ და დიდი შემოსავალი, ამიტომ ფიქრობთ, რომ ყველა დალხენილად ცხოვრობს

ნინო ჩხეიძე 28 მარ 2022
დიდი ნახტომი წინ – „ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი მე-8 თაობის კამრი წარმოადგინა

დიდი ნახტომი წინ – „ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი მე-8 თაობის კამრი წარმოადგინა

სოსო ელისაშვილი 09 მარ 2018

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge