NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

01 თებ 2023 პოლიტიკა 150 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო პერსონალი პაციენტის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

როგორც რატი ბრეგაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ის ყველას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა და სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზირება შეწყვიტონ.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ როდესაც პატიმარი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი მიხეილ სააკაშვილს ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობისკენ, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნური გაუარესებისკენ. შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შევთავაზეთ, რაზეც მან უარი თქვა. ის გამოძიებას საშუალებას არ აძლევს, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღონ. ეს იმის მანიშნებელია, რომ მხარე სიმართლის დადგენით არ არის დაინტერესებული. ჩვენ, ასევე,მას და მის დაცვის მხარეს შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ, თუმცა მხარე ამ შეთავაზებასაც არ გამოხმაურებია. მოვლენათა განვითარების ეს ჯაჭვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად.

ჩვენ, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო პერსონალი, შეიძლება პასუხისმგებლები ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადოდ შესრულებაზე, მაგრამ პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით.

პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა და სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზირება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

კომენტარები

TOP რატი ბრეგაძე 2023-02-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რატი ბრეგაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

მსგავსი სტატიები

მოსამართლეების “კლანის” მთავარ ლობისტად დასახელებული დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

მოსამართლეების “კლანის” მთავარ ლობისტად დასახელებული დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

11 თებ 2019

სუს-ის უფროსი ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა

14 დეკ 2017
მოსამართლემ 18 ნოემბრის აქციებისას დაკავებული კიდევ 6 პირი, მათ შორის, ბექა ბასილაია და ზუკა ბერძენიშვილი, დარბაზიდან გაათავისუფლა

მოსამართლემ 18 ნოემბრის აქციებისას დაკავებული კიდევ 6 პირი, მათ შორის, ბექა ბასილაია და ზუკა ბერძენიშვილი, დარბაზიდან გაათავისუფლა

ირაკლი შალიკაშვილი 20 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

  • განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

    განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge