NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

31 იან 2023 ჯანმრთელობა 283 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძალიან გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანი ინტელექტით და თანდაყოლილი უნარებით იბადება. ნაწილობრივ ასეცაა, თუმცა ამ უნარების განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. გონებას, ისევე როგორც სხეულს, რეგულარული ვარჯიში სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ იქნება საკმარისად მახვილი და გამჭრიახი.

2018 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური ვარჯიში დადებით გავლენას ახდენს გონებრივ განვითარებაზე. სიარული, იოგა, ცეკვა და სხვა ფიზიკური აქტივობები ხელს უწყობს გონების ჯანსაღ ფუნქციონირებას და შესაბამისად მისი უნარების განვითარებას.

მეორე უმნიშვნელოვანესი პირობა არის ძილი, რაც პასუხისმგებელია კოგნიტურ უნარებზე. თუ ადამიანს საკმარისად არ სძინავს ეს უარყოფითად მოქმედებს მის მენტალურ ჯანმრთელობაზე. უძილობა უამრავ სერიოზულ პრობლემას და უკიდურეს შემთხვევაში ჰალუცინაციებსაც კი იწვევს. ამიტომ დღე-ღამის განმავლობაში აუცილებლად უნდა გეძინოთ 7-8 საათი.

კიდევ ერთი გზა გონების გასავითარებლად არის ჯანსაღი კვება, განსაკუთრებით ნუტრინებით მდიდარი საკვების მიღება. პროდუქტები, როგორიცაა ცხიმიანი თევზი, ავოკადო, ნიგოზი, კენკრა, ისპანახი, სალათის ფურცლები, ხელს უწყობს გონების ჯანსაღ ფუნქციონირებას და მეხსიერების გაუმჯობესებას.

ინსტრუმენტზე დაკვრა ფიზიკური კოორდინაციის, მეხსიერების, ანალიტიკური უნარების გასავითარებლად კარგი საშუალებაა. ასევე ავითარებს სენსორულ და კოგნიტურ უნარებს. თუ არ იცით რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, გახსოვდეთ, რომ სწავლა გვიანი არასდროსაა.

გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ გეტყვით, რომ კითხვა ადამიანის გონებას აუმჯობესებს. კონცენტრაცია, ანალიზი, მეხსიერება, ვიზუალიზაცია, წარმოსახვა, მსჯელობა, ეს ის ფუნქციებია, რომელიც კითხვის შედეგად ვითარდება და ძლიერდება. ასევე ახალი ენის, ფრაზების, ლექსების სწავლა ძალიან ეხმარება ადამიანს გონებრივი უნარების განვითარებაში.

და ბოლოს, სოციალიზაცია. ადამიანური ურთიერთობების ნაკლებობა და იზოლაცია უარყოფითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ ჯანმრთელობაზე. კომუნიკაციის არ ქონა საშიში ფაქტორია ჯანსაღი გონებრივი ფუნქციონირებისთვის. თუ არ გაქვთ საშუალება ხშირად ეკონტაქტოთ ადამიანებს, ეცადეთ თავად გამონახოთ გზები. დაიწყეთ მოხალისედ მუშაობა, იარეთ რაიმე წრეზე, შეუერთდით სპორტულ ან საცეკვაო კლუბს, დაუკავშირდით ძველ მეგობრებს.

გახსოვდეთ, რომ ინტელექტი სხვა ადამიანებზე მეტის ცოდნას არ ნიშნავს, ეს გონების სტიმულირების, ახალ ცოდნის ათვისების, პრობლემების გადაჭრის უნარია. მთავარი ფაქტორი მის შესანარჩუნებლად და გასავითარებლად არის სურვილი და ინტერესი, მუდამ უნდა ეძებდეთ განვითარების შესაძლებლობას.

წყარო/ფოტო: Health Line

კომენტარები

ჯანმრთელობა~ 2023-01-31
ანო
Tags ჯანმრთელობა~
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

შემდეგი სტატია

დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

მსგავსი სტატიები

სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა

სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა

ნინო ჩხეიძე 08 ივლ 2021
საქართველოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 22 სექ 2020
“როგორც ხედავთ, ტოტალურმა “ლოქდაუნმა” პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ …”

“როგორც ხედავთ, ტოტალურმა “ლოქდაუნმა” პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ …”

ნინო ჩხეიძე 17 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

  • განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

    განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

  • ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

    ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

  • “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

    “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge