NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

31 იან 2023 ბიზნესი 163 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამით სტარტაპერი, ახალ ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს. პროექტის ნაწილია სტარტაპ ისტორიების სერია,, რომელიც სტარტაპებს თიბისის ციფრული არხების გამოყენებით მომხმარებლებთან დაახლოებაში და ცნობადობის გაზრდაში ეხმარება.

ამჯერად, სტარტაპ ისტორიების სერიის ფარგლებში, ჰეფიქიდს გაგაცნობთ, რომელიც 3 წლამდე ბავშვებისთვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს ბუნებრივი მასალებით ქმნის.

სტარტაპ ჰეფიქიდის შექმნა ბევრისთვის ნაცნობმა სიტუაციამ განაპირობა — სახლი, რომელიც სავსეა სათამაშოებით, მაგრამ ბავშვები ამ ნივთებით დიდად არ თამაშობენ. სტარტაპ ჰეფიქიდის თანადამფუძნებელი, რუსკა პაპუნაშვილი, იხსენებს, რომ ამ სიტუაციის წინაშე თვითონაც აღმოჩნდა, როცა ბავშვი გაუჩნდა — “ყველაფერს ვყიდულობდი, თუმცა, სინამდვილეში, ბავშვებს არ სჭირდებათ ბევრი სათამაშო. მათ სჭირდებათ ღირებული სათამაშოები, რომლებიც კონკრეტული უნარების განვითარებაში ეხმარებათ”.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული და თან ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი არ იყო, რუსკა და მისი მეუღლე შვილისთვის სათამაშოებს სხვა ქვეყნებიდან იწერდნენ. საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, პრობლემა თავად გადაეჭრათ და შეექმნათ სტარტაპი, რომელიც 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოების ნაკრებს გამოუშვებდა.

რუსკა აღნიშნავს, რომ ბავშვები ყოველთვე სხვადასხვა რამეს სწავლობენ, ამიტომ განსხვავებული სათამაშოები სჭირდებათ. ჰეფიქიდის ყუთებში შესული თითოეული სათამაშო კი ასაკთან შესაბამისი უნარების გავარჯიშებას ემსახურება. სენსორული ბურთი, მუდმივობის ყუთი, სილიკონის ასაწყობი ჭიქები — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნივთებისა, რომლებსაც ჰეფიქიდი ბავშვებში მოტორიკის, ლოგიკური აზროვნების, კონცენტრაციის და სხვა უნარების განვითარებისთვის ქმნის.

“პირველ რიგში, ჰეფიქიდს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ თითოეული სათამაშო დიპლომირებული ექსპერტის მიერ არის შერჩეული და კვლევებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, გართობასთან ერთად, ბავშვებისთვის ღირებულების მომტანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სათამაშოების უმეტესობა ხელნაკეთია და საქართველოშია დამზადებული”,

ჰეფიქიდის წარმატებულ სტარტს რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი — პირველ რიგში, მკაფიოდ ჩანდა ბაზრის მოთხოვნა და მზაობა. ამასთან, დამფუძნებლები იდეის ვალიდაციისთვის საჭირო ექსპერიმენტებსა და კვლევებს მუდმივად ატარებენ. ამ ყველაფერს კი ზურგს უმაგრებს გამოცდილება, რომელიც რუსკამ თიბისის სტარტაპ დეკრეტში გამარჯვებით მიიღო. მან 6-თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით სხვა სტარტაპის გასავითარებლად ისარგებლა, პროგრამაში მიღებული ცოდნა კი შემდეგ ჰეფიქიდის დაარსებისასაც გამოიყენა.

“ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სტარტაპ დეკრეტისთვის ვემზადებოდი. მართალია, მაშინდელმა იდეამ სახე იცვალა, თუმცა ის პრინციპები, რაც, ზოგადად, სტარტაპის აშენებისთვის გამოიყენება, იგივეა ჰეფიქიდის შემთხვევაშიც. მენტორებისგან ძალიან ბევრი ღირებული და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც შემდეგ ჩემი იდეის დამუშავებაში გამომადგა.”

რაც შეეხება გზას იდეის მოფიქრებიდან პროდუქტის შექმნამდე, ცდილობენ მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი პროცესები აირჩიონ.

“ძალიან ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, რომ საბაზრო ნიშა ვიპოვოთ. როცა იდეა გაგვიჩნდა, პოტენციური მომხმარებლების, ეგრეთ წოდებული user person-ების შექმნა დავიწყეთ. ამ პერსონების მიხედვით ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც გამოვკითხეთ — ვიკვლიეთ მათი რეალობა, პრობლემები, სურვილები. კვლევისა და ბაზრის ანალიზის შემდეგ MVP (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი) შევკარით და რადგან არ გვინდოდა ვალიდაციის გარეშე ზედმეტი რესურსების დახარჯვა საიტის დიზაინსა და დეველოპმენტში, სოციალური ქსელებით ოპერირება დავიწყეთ”.

ამ ეტაპზე, პროდუქციის შესაძენად ჰეფიქიდს ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე უნდა დაუკავშირდეთ. სამომავლოდ კი ჰეფიქიდის ონლაინ პლატფორმის ჩაშვება იგეგმება, რომელიც Subscription მოდელით იმუშავებს — მომხმარებლები შეძლებენ, ბავშვის ასაკის შესაბამისი ყუთები გამოიწერონ და ყოველ სამ თვეში ერთხელ ავტომატურად ახალი სათამაშოების ნაკრები მიიღონ. ასევე, სტარტაპის დამფუძნებლები გეგმავენ, რომ რამდენიმე გამორჩეული და მოთხოვნადი პროდუქტი საზღვარგარეთ, Etsy-ის პლატფორმის დახმარებით გაიტანონ.

ამ ეტაპზე, ჰეფიქიდი მომხმარებლებს 1 წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოების სხვადასხვა ნაკრებს სთავაზობს, ახლო მომავალში კი ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება და პროდუქტები 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაემატება.

კომენტარები

TOP თიბისი 2023-01-31
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

შემდეგი სტატია

კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

მსგავსი სტატიები

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თამუნა 02 მარ 2021

კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია

18 სექ 2017

გიორგი ქობულია: ევროკავშირის პროგრამებიდან მაქსიმალური შედეგი უნდა მივიღოთ

24 სექ 2018

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge