დალასის ზოოპარკი მექსიკაში ყველაზე დიდია. ამ ადგილას ცხოველებთან დაკავშირებით რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. თავდაპირველად, ლეოპარდი გაიქცა, შემდეგ სვავი მოკლეს, ხოლო ორშაბათს ზოოპარკიდან ორი მაიმუნი გაიტაცეს.
ამ ინციდენტამდე ზოოპარკის ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ზე დაწერა, რომ ცუდი ამინდის გამო, რაც ტეხასში მოსალოდნელ შტორმს უკავშირდება, 1 თებერვლამდე დაიხურებიან.
საზოგადოება აღშფოთებული და იმედგაცრუებულია. პოლიცია უცნაურ შემთხვევებს იძიებს. განსაკუთრებით სავალალო იყო 22 იანვარს მომხდარი შემთხვევა, როდესაც გადაშენების პირას მყოფი, 35 წლის იქტიონი, სახელად პინი, მკვდარი იპოვეს. ფრინველს სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
“მისი დაკარგვა ტრაგედიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ფრინველის მთელი სახეობისთვის. პინი ყველას ძალიან მოგვენატრება”, – დაწერა ზოოპარკის ოფიციალურმა გვერდმა.
გაზრდილი კრიმინალური შემთხვევებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციამ კამერების დამატება გადაწყვიტა და დაცვა გააძლიერა.
წყარო/ფოტო: Best Life
კომენტარები