NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

31 იან 2023 პოლიტიკა 176 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძალიან მახინჯია შეხედულება, როდესაც პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზეა საუბარი – აწყობს საქართველოს ისეთი მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკური პარტიიდან რევოლუციურ კომიტეტად გარდაიქმნა?! რასაკვირველია, არ აწყობს! – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, რაც უფრო აშკარა გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის დაშლა, ეს არა „ქართული ოცნების“ უპირატესობა, არამედ საქართველოს მოგება იქნება.

ვოლსკის თქმით, არ შეიძლება არსებობდეს და წარმატებული იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მისვლას ისახავს.

„ფაქტები, რაც საზოგადოებამ იხილა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ გაერთიანებას თუ დაშლილ გაერთიანებას არანაირი მისწრაფება არა აქვს, აღმშენებლობის თემაზე ილაპარაკოს ან ამ თემებზე შეჯიბრი და პოლემიკა გამართოს. ეს არის მავნებლური ძალა, რომელსაც შეუძლია, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რისი პერსპექტივაც მგონი, არ არსებობს – ქვეყანას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

არ იქნება სწორი ამ კონკრეტულ ადამიანებისგან მოვითხოვოთ, რომ საკუთარ წარსულს გადახედონ და კრიტიკული შეფასებები მისცენ იმას, რაც ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს!

ჩვენ პოლიტიკურ ველზე შეიძლება ახალი პოლიტიკური ფიგურანტები – წინა პლანზე გამოსული ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ვიხილოთ, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილით შენიღბვას ცდილობენ. იქნება დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობები… კეზერაშვილი და მერაბიშვილი, რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც საკუთარი ქვეყნის მიმართ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი და ლამობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებს სახელისუფლო სტრუქტურებისკენ გაუხსნან გზა, დაიშლებიან. ქვეყნისთვის დამაზიანებელია გარემოება, რასაც ისინი პოლიტიკურ ველზე ქმნიან – აქ არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია. ამ ადამიანების ხელში პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოყალიბდება და განვითარდება. ეს იქნება პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებული რევკომი – რევოლუციური კომიტეტი, რომლის ამოცანა იქნება ხელისუფლებაში მოიყვანოს ადამიანები, ვინც ბიუჯეტი გაძარცვა, აწამა და სადისტურ მმართველობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ეს რეალობა, რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ავტორიტეტს, ამომრჩეველს და საზოგადოების მხრიდან ნდობას დააკარგვინებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

TOP გია ვოლსკი 2023-01-31
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია ვოლსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

შემდეგი სტატია

ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

მსგავსი სტატიები

თავისუფალი ბიზნესი და მედია შეტევის ქვეშაა – ოპოზიცია სკალნდალურ წერილზე საუბრობს

07 მარ 2019

ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018
პაატა მანჯგალაძე: შეუფერებელი და სამარცხვინოა ის განცხადებები, რაც პაპუაშვილმა გააკეთა

პაატა მანჯგალაძე: შეუფერებელი და სამარცხვინოა ის განცხადებები, რაც პაპუაშვილმა გააკეთა

ირაკლი შალიკაშვილი 15 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge