ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ყირიმი არასოდეს დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს, რადგან რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ ომში წაგებას დაიწყებს. მილანოვიჩმა ეს განცხადება მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ყირიმის ანექსია სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფას შეადარა.
„როდის მიხვდებით, რომ სერბეთი და რუსეთი ერთი და იგივე არ არის? ეს, სამწუხაროდ, მტკივნეული ფაქტი და საფრთხეა… ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…
თქვენ ადარებთ სერბებს მსოფლიო ბირთვულ ზესახელმწიფოს. გიჟური ემოციები და სიძულვილი ევროპას დიდ საფრთხეში აყენებს. ჩვენ უფრო და უფრო ვღრმავდებით კონფლიქტში ზესახელმწიფოებთან. იცით, რა ხდება, როდესაც ისინი ომში წაგებას იწყებენ? ისინი იყენებენ ბირთვულ იარაღს“, – თქვა მან.
კომენტარები