NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართებ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართებ

30 იან 2023 ბიზნესი 157 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტრნიორობით, 2 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. ფორუმზე ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განიხილავენ.

შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარსდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე – ფაქტორინგზე ისაუბრებენ.

ფორუმზე მონაწილეობას ასევე მიიღებენ: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლავენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. არსებობს პრობლემები, რომლებიც ბარიერებს ქმნიან დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზებით ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე წინა წლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა და 2023 წელსაც საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ“, – განაცხადა SMEDA-ს დირექტორმა, გიგა ფაიქიძემ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ბათუმში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში და მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა, ისეთს, როგორიცაა: ფინანსური ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, მოისმენენ ციფრული ბუღალტერიის საჭიროებებს, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ბიზნესის უკეთ წარმართვასა და სამომავლო განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://bit.ly/3ky60TM

ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.

კომენტარები

TOP საქართველოს ბანკი 2023-01-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი: ხაბეიშვილი ხელისუფლების ფავორიტი იყო და როგორც ჩანს, მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა

შემდეგი სტატია

სარჯველაძე: ხაბეიშვილი მეტ დესტრუქციას და შეცდომას მოუტანს პარტიას – ესაა დასასრულის დასაწყისი

მსგავსი სტატიები

MAN Truck & Bus-მა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო

MAN Truck & Bus-მა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო

ნინო ჩხეიძე 16 თებ 2023
VMware-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის შედეგად ბანკში თანამედროვე IT ტექნოლოგიები დაინერგა

VMware-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის შედეგად ბანკში თანამედროვე IT ტექნოლოგიები დაინერგა

14 ნოე 2017
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა  პანორამა“ ხორციელდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება

თამუნა 15 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge