NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

30 იან 2023 პოლიტიკა 176 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრიის კანცლერმა კი ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი.

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა.

საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

TOP კარლ ნეჰამერი სალომე ზურაბიშვილი 2023-01-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კარლ ნეჰამერი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

მსგავსი სტატიები

ჯაფარიძე: „უნდა გესმოდეთ რა ხდება ახლა“

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018
ვინ არის 39 წლის გვარამ ხანდამიშვილი, რომელიც არგენტინაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ვინ არის 39 წლის გვარამ ხანდამიშვილი, რომელიც არგენტინაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ნინო ჩხეიძე 21 დეკ 2022
დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი – ომბუდსმენი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი – ომბუდსმენი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

01 თებ 2019

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge