კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.
როგორც „მთავარის“ ეთერში ნაყოფიამ განაცხადა, ის ამ ეტაპზე, პარტიაში რჩება.
„ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. უკვე ვიძახი პარტიას. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, ზოგადად, პარტიაში დავრჩები თუ არა… პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ იმის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება“, – განაცხადა ნაყოფიამ.
კომენტარები