NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

27 იან 2023 პოლიტიკა 228 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გუშინ რატი ბრეგაძემ მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე მანტია და გამოგვივიდა მოსამართლის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გუშინდელი განცხადებები შეაფასა, რომლის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ისინი ვალდებული არიან გაგვიცვალონ მტკიცებულებები, უნდა შეატყობინონ სასამართლოს, რომ ატარებენ ამ ტიპის ექსპერტიზას, თუმცა, ჩვენ „ვივამედის“ კანცელარიიდან ვიცოდით, რომ ეს მასალები სააკაშვილის ექსპერტიზის მიმდინარეობის პერიოდში ითხოვეს. მეორე არგუმენტი გახლავთ ის, რომ ერთხელ უკვე ამ ტიპის შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა. ეს არის იგივე ხასიათის და შინაარსის შუამდგომლობა, რაზეც მოსამართლემ უარი უთხრა. გარდა ამისა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის. მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე ფიზიკურად შეუძლებელია. აუცილებლად უნდა ენახათ თავად პაციენტი. რადგან პაციენტი ნანახი არ ჰყავთ, როგორ უნდა გაიზიაროს მოსამართლემ დასკვნა, თუ ბიუროს ადამიანი ნანახი არ ჰყავს?

რაც მთავარია, გახსოვთ, გუშინ რატი ბრეგაძემ იმპერატიულ სტილში განაცხადა, „ემპათიას“დასკვნა არის არაკვალიფიციურიო ანუ ბატონმა რატიმ მოსამართლის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება. მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე მანტია და მოგვევლინა მოსამართლის რანგში. მათთვის ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგეს და ჩვენთვის ძალიან კარგი“, -განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

TOP რატი ბრეგაძე შალვა ხაჭაპურიძე 2023-01-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რატი ბრეგაძე შალვა ხაჭაპურიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

შემდეგი სტატია

ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

მსგავსი სტატიები

კობახიძე – „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018
ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ მაღალი მხარდაჭერა მიიღოს – ამაში პირველ რიგში, ვგულისხმობ ეფექტური პროგრამის და განახლებული გუნდის წარდგენას

ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ მაღალი მხარდაჭერა მიიღოს – ამაში პირველ რიგში, ვგულისხმობ ეფექტური პროგრამის და განახლებული გუნდის წარდგენას

ირაკლი შალიკაშვილი 09 მარ 2020
2020 წლის ბოლომდე ანტიკონსტიტუციურობის ვადის გაგრძელებას აპირებენ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

2020 წლის ბოლომდე ანტიკონსტიტუციურობის ვადის გაგრძელებას აპირებენ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge