NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

27 იან 2023 სამართალი 198 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სააკაშვილს აქვს დემენცია და მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში,- ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა, ფსიქიატრმა კორნელიუს კატონამ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის ან გადავადების შესახებ მსჯელობენ.

მისი თქმით, კვლევების შედეგად მან ჯანმრთელობის მხრივ სააკაშვილის შემთხვევაში საკმაოდ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა.

„კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების მხრივ, ასევე ენის მხრივ და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მე განვსაზღვრე რამდენიმე მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივეყვანეთ ნეიროკოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და კვების სწრაფი აღდგენა, ანუ „რეფიდინგი“, ნაწილობრივი ასფიქსია და ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპატიის გამო და მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა, ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები, მძიმე მეტალები“, – განაცხადა ექსპერტმა.

მან ასევე არასათანადო მკურნალობაზე გაამახვილა ყურადღება და ამავდროულად აღნიშნა, რომ თუ არ შეიცვლება გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მას არ მოეხსნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.

„ის იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისა, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა არ მისცემია, რის გამოც, რჩებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დაავადება. ამასთან, ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და დებულება არის სრულ თანხვედრაში ექიმი გოდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია არ უნდა იყვნენ ციხეში. მე ვეთანხმები დოქტორ ლახანს და დოქტორ გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს”, – განაცხადა ფსიქიატრმა.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ დასმულ კითხვებზე – არის თუ არა ის მძიმე და ქრონიკული ავადმყოფი და პატიმრობაში შემდგომი ყოფნა უარყოფითად იმოქმედებს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? – ფსიქიატრმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება ძირითადი ბარიერი, რომ მან სასჯელი მოიხადოს.

„პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესიული სიმპტომები დამძიმდება, ასევე მას აქვს საკმაოდ მძიმე კოგნიტური დარღვევები, რომლის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია და თუ მიზეზი არ იქნა აღმოჩენილი და შესაბამისი მკურნალობა არ დაინიშნა, მისი კოგნიტური დარღვევების სიმძიმე პროგრესულად გაღრმავდება“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, ადვოკატმა მას მიმართა კითხვით, შესაძლებელია თუ არა, რომ ფსიქოთერაპია ტარდებოდეს მიყურადებისა და თვალთვალის პირობებში, რაზეც ფსიქიატრმა აღნიშნა.

„მე ვფიქრობ, რომ ვიდეომეთვალყურეობის პირობებში ფსიქოთერაპიული მკურნალობის ეფექტურობა მისთვის იქნება შეუძლებელია და პირიქით, ვიდეომეთვალყურეობა ამ ტიპის დახმარებას გახდის შეუძლებელს და საწინააღმდეგო ეფექტი ექნება“, – განაცხადა ფსიქიატრმა.

კომენტარები

TOP კორნელიუს კატონა მიხეილ სააკაშვილი 2023-01-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კორნელიუს კატონა მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

შემდეგი სტატია

ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

ყაველაშვილი: ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე საუბრობენ ადვოკატები

ყაველაშვილი: ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე საუბრობენ ადვოკატები

ნინო ჩხეიძე 10 ნოე 2021
ზაზა სარალიძე პრეზიდენტის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს შეხვდა

ზაზა სარალიძე პრეზიდენტის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს შეხვდა

30 მაი 2018

„იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი2“-ს ვაფინანსებ“

31 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge