NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

27 იან 2023 მსოფლიო 225 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ავსტრალიაში უკრაინის ელჩი ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. უკრაინელმა დიპლომატმა ჯოკოვიჩს მას შემდეგ მიმართა, რაც გავრცელდა ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაღებული ფოტოები, სადაც ჩოგბურთელის მამა პოზირებს გულშემატკივრებთან, რომლებსაც რუსეთის დროშები უჭირავთ ხელში.

CNN-თან საუბრისას, უკრაინის ელჩმა ვასილ მიროშნიჩენკომ ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თავად ნოვაკ ჯოკოვიჩზე, რომელიც ნახევარფინალისთვის ემზადება.

„ვფიქრობ, მისთვის სპეკულაციების გასაქარწყლებლად მნიშვნელოვანია, გააკეთოს ძალიან ძლიერი განცხადება იმის შესახებ, თუ სად დგას იგი ამ ომში, და მინდა ვიხილო ბოდიშის მოხდა ნოვაკ ჯოკოვიჩისგან,“ – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მსოფლიომ იცოდეს თავად ნოვაკ ჯოკოვიჩის პოზიცია.

„რა თქმა უნდა, ვაჟი მამის ცოდვებზე პასუხს ვერ აგებს, მაგრამ შესაძლოა, მასაც იგივე აზრი ჰქონდეს, რაც მამამისს. ვფიქრობ, მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას იგი“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

მომხდარს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანეზაც გამოეხმაურა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ ავსტრალიის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერები გააკრიტიკა.

„ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ რაიმე მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ, რომელიც დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინელ ხალხზე“, – აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

კომენტარები

TOP ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023-01-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნოვაკ ჯოკოვიჩი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

შემდეგი სტატია

ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

მსგავსი სტატიები

ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერს ბრძანებას დონბასის აღიარების შესახებ – კრემლი

ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერს ბრძანებას დონბასის აღიარების შესახებ – კრემლი

ნინო ჩხეიძე 21 თებ 2022
ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის დედაქალაქად მელიტოპოლი გამოცხადდა

ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის დედაქალაქად მელიტოპოლი გამოცხადდა

ნინო ჩხეიძე 04 მარ 2023
ლავროვი პოროშენკოზე: ალბათ ტუალეტი ეგონა

ლავროვი პოროშენკოზე: ალბათ ტუალეტი ეგონა

30 სექ 2018

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge