რუსულმა შენაერთებმა, სავარაუდოდ, განახორციელეს ადგილობრივი, საცდელი შეტევები ორეხოვსა და უგლედართან, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა რეალურად მიაღწია რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა წერს.
ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო ექვსი დღის განმავლობაში რუსი ინტერნეტ-კომენტატორები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ჯარებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას, გაარღვიეს უკრაინის თავდაცვა ორ რაიონში: ზაპოროჟიეს რეგიონში, ორეხოვის მახლობლად და 100 კმ აღმოსავლეთით დონეცკის რეგიონში, უგლედართან ახლოს.
„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსული სამხედრო წყაროები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რათა აჩვენონ, რომ რუსული ოპერაცია სულ უფრო ძლიერდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები