NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთ ნეგატიურ გარემოში

როგორ ვიგრძნოთ თავი უკეთ ნეგატიურ გარემოში

26 იან 2023 ჯანმრთელობა 107 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სტრესი, შფოთვა, დეპრესია თანამედროვე სამყაროს ნაწილად იქცა. მსოფლიოში იმდენი ნეგატიური მოვლენა ხდება, რომ რთულია, მხოლოდ კარგზე მოახერხო ფოკუსირება. რთულია, მაგრამ შესაძლებელი. როგორც ამბობენ, ბედნიერება და კარგი განწყობა ჩვენი არჩევანია. მართალია, როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, ეს სიტყვები ძალიან გამაღიზიანებლად გვეჩვენება, თუმცა, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სიმართლეა.

საკუთარი გონების მართვა ყველა ადამიანს შეუძლია. ფიქრებს უდიდესი ძალა აქვს, ყველაფერი, რასაც სამყაროს ვუგზავნით, უკან რაიმე ფორმით გვიბრუნდება. ამიტომ, პირველ რიგში, ფიქრის მოთოკვა უნდა ვისწავლოთ და არ მივცეთ უარყოფით აზრებს ჩვენზე ზემოქმედების საშუალება. როგორც კი მიხვდებით, რომ თქვენს თავში მძიმე ფიქრების შემოტევა იწყება, მაშინვე უკუაგდეთ ისინი და არ მისცეთ გაანალიზების საშუალება. ნუ დაიღლით თავს არაფრის მომცემი ნეგატივით.

გამოიძინეთ კარგად და ნაკლები დრო გაატარეთ ელექტრონულ მოწყობილობებთან, რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია. სოციალური ქსელები განსაკუთრებით უარყოფითად მომქედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. იწვევს დამოკიდებულებას და გვაიძულებს მუდამ ერთ, ვირტუალურ სივრცეში დავრჩეთ, რის ხარჯზეც ჩვენი რეალური ცხოვრება ფუჭად მიედინება, ხოლო დრო იფლანგება.

არ დაივიწყოთ ვარჯიში და ჯანსაღი კვება. ფიზიკური აქტივობა რომ ძალიან სასარგებლოა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ყველაფერი, რაც სხეულსა და გონებაზე დადებითად აისახება, კარგად მოქმედებს განწყობაზეც. სახლში დიდხანს დარჩენა, მოდუნება, გარემოსთან შეჩვევა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენ პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე. ამიტომ არ დარჩეთ შინ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავთან. ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეთ და როცა გაქვთ შანსი ისაუბროთ, აიმაღლეთ თქვენი ხმა. ის, რისი თქმაც გსურთ, შესაძლოა, ბევრი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიდეს.

წყარო/ფოტო: Very Well Mind

კომენტარები

მენტალური ჯანმრთელობა 2023-01-26
ანო
Tags მენტალური ჯანმრთელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თავისუფლებისთვის ბრძოლა კინოხელოვნებაში

შემდეგი სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ 24 თებერვალს რაღაც მორჩება, მაგრამ იმედი მაქვს, დაიწყება – საბოლოო ჯამში ქუჩაში უნდა იყოს პროცესები, მათ შორის მწვავე პროტესტი, ხელის შეშლა, პარალიზება

მსგავსი სტატიები

ბრძოლა სოციალურ შფოთვით აშლილობასთან

ბრძოლა სოციალურ შფოთვით აშლილობასთან

ანო 20 ოქტ 2022
გაბუნია: საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის”​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ჰოსპიტალური მკურნალობა 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია

გაბუნია: საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის”​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ჰოსპიტალური მკურნალობა 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია

ირაკლი შალიკაშვილი 18 იან 2022
რატომ უნდა მივიღოთ წყალი საკმარისი რაოდენობით

რატომ უნდა მივიღოთ წყალი საკმარისი რაოდენობით

ანო 23 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge