NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

26 იან 2023 სამართალი 194 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არ არის სანდო და უტყუარი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უწყებამ სამხარაულის ბიუროდან დასკვნა 2023 წლის 26 იანვარს მიიღო.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციის საგანი. ჩვენ, როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული. კერძოდ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში. განსაკუთრებით მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან.

ჩვენ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან მივიღეთ დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დოაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, სასამართლოში გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი რატი ბრეგაძე 2023-01-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი რატი ბრეგაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

შემდეგი სტატია

გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

მსგავსი სტატიები

ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოვლინდა

30 აპრ 2018
ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება

ნინო ჩხეიძე 07 დეკ 2022
„მაგთის ოფისი გატეხეს კეკელიძეზე“

„მაგთის ოფისი გატეხეს კეკელიძეზე“

15 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

  • განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

    განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

  • ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

    ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

  • “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

    “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

  • ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი: უკრაინას დიდი კონტრშეტევის მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება

    ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი: უკრაინას დიდი კონტრშეტევის მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge