„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ თავდაცვის ექსმინისტრს დავით კეზერაშვილს შეხვდა.
ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს.
„საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა დაბრუნების შემდეგ არც პოლიტიკა აინტერესებს და არც ბიზნესი. ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მინდაო“, – აცხადებს ნაყოფია.
ამასთან, ნაყოფიას განცხადებით, მასსა და კეზერაშვილს შორის საუბარი საარჩევნო საკითხებს შეეხო.
„დავით კეზერაშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, მე რამდენადაც ვიცი, ვანო მერაბიშვილიც. იმიტომ რომ ის, როგორც ვიცით, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და აქტიურად მხარს უჭერს და არც ხაბეიშვილს დაუმალავს ეს ისევე, როგორც მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას. იყო შუამავლები ვინც ჩათვალეს საჭიროდ, რომ უნდა შევხვდეთ“, – აცხადებს კობა ნაყოფია.
კომენტარები