NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»მედია: ივნისში, სავარაუდოდ, საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით ფრენები დაიწყება

მედია: ივნისში, სავარაუდოდ, საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით ფრენები დაიწყება

26 იან 2023 ბიზნესი 165 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყებას ივნისში ვგეგმავთ“, – ამის შესახებ BMG-ს „ეარ ჯორჯიაში“ განუცხადეს. გიორგი კოდუას თქმით, შესაძლოა კომპანიამ ევროპული დროშის ქვეშ იფრინოს.

საქმე ისაა, რომ „ეარ ჯორჯია“ უკვე წელიწადზე მეტია თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვას ელის. მისი თქმით, დასტური სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ამერიკული სტანდარტები უნდა დანერგოს.

„საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ, რომ მზად ვართ, ფრენები დავიწყოთ. დარჩენილია პროცედურა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამერიკული სტანდარტები დანერგოს. ამას თავად აშშ ითხოვს. ჩვენ ახლა ევროპული რეგულაციებით ვოპერირებთ“, – აცხადებს „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი, გიორგი კოდუა.

ამასთან, კოდუა აღნიშნავს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიურ კომპანიასთან, რათა რეისები ევროპული კომპანიის ქვეშ დაიწყოს. შესაბამისად, „ეარ ჯორჯიაში“ ელიან, რომ თბილისი-ნიუ-იორკის პირველი რეისი ივნისში განხორციელდება.

„თუ ევროპის დროშის ქვეშ დავიწყებთ ოპერირებას, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას არ დაეკისრება. ეს უფრო ძვირი გამოდის, ამიტომ ევროპულ კომპანიასთან ფასებზე მოლაპარაკებები მიდის. ქართული დროშის ქვეშ ფრენების შემთხვევაში ბილეთების ფასი 950 დოლარიდან 1000 დოლარამდე იქნება, ევროპული დროშის ქვეშ კი – 1200 დოლარიდან 1300 დოლარამდე. უნდა გავიგოთ, შეუძლია თუ არა საზოგადოებას ამ თანხის გადახდა“, – აცხადებს გიორგი კოდუა.

BMG-ს კითხვაზე, როგორ განხორციელდება ფრენები, გიორგი კოდუა აცხადებს: „ორი ვარიანტი გვაქვს: თბილისი-ნიუ-იორკი ან თბილისი-ბრიუსელი-ნიუ-იორკი“.

კომენტარები

TOP აშშ გიორგი კოდუა 2023-01-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აშშ გიორგი კოდუა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით მათიკაშვილი: არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია

შემდეგი სტატია

გიული ალასანია: გონების დაკარგვას როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?

მსგავსი სტატიები

შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ძვირფასი ნივთების  სია, რომელთა მიწოდებაც რუსეთში აიკრძალება

შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ძვირფასი ნივთების სია, რომელთა მიწოდებაც რუსეთში აიკრძალება

ნინო ჩხეიძე 14 მარ 2022
ქალაქის მერი ცდება, როდესაც ამბობს, რომ „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის სასამართლო დავა არ მიმდინარეობს

ქალაქის მერი ცდება, როდესაც ამბობს, რომ „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის სასამართლო დავა არ მიმდინარეობს

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018

პაშა ბანკი Caspian Energy-ის მიერ ჩატარებული პირველი CEO Lunch Tbilisi-ის პარტნიორია

04 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge