NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მედია: ბოლო 2 თვეში ჩატარებული ერთკანდიდატიანი არჩევნები

მედია: ბოლო 2 თვეში ჩატარებული ერთკანდიდატიანი არჩევნები

26 იან 2023 საზოგადოება 289 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბოლო ორი თვის განმავლობაში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს.

„პუბლიკამ“ თავი მოუყარა ბოლო პერიოდის ერთკანდიდატიან კონკურსებსა და არჩევნებს:

1. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნები

2022 წლის 18 ნოემბერს სამხატვრო აკადემიის რექტორად მხატვარი, ფესტივალ „ფესტ-ი-ნოვას“ ორგანიზატორი, ყარამან ქუთათელაძე 4 წლის ვადით აირჩიეს. ის რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ქუთათელაძის არჩევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აკადემიის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია და არც ის დაუკონკრეტებია, აკადემიური საბჭოს რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი ყარამან ქუთათელაძეს.

კონკურსი სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 6 ოქტომბერს გამოცხადდა. სამხატვრო აკადემიას არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაცია აკადემიის გვერდზე არ გამოუქვეყნებია. ინფორმაცია ახალი რექტორის შესახებ აკადემიის ვებგვერდზე, რექტორის შესახებ განყოფილებაში განახლდა. 

2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები

2022 წლის 27 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია 4 წლით აირჩია. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სამუშია კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, 30-ე რექტორი აკადემიურმა საბჭომ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია. საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებზე გამოცხადდა 32 მათგანი, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 2, გამარჯვებულმა კანდიდატმა 30 ხმა მიიღო.

ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის 20 ოქტომბერს დაინიშნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებლად ის 6 თვის ვადით დაინიშნა. როგორც აღმოჩნდა, კონკურსი დანიშვნიდან 2 თვეში გამოაცხადა.

ვრცლად

 

კომენტარები

არჩევნები კანდიდატი 2023-01-26
ნინო ჩხეიძე
Tags არჩევნები კანდიდატი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ავიახაზებს უამრავი პრობლემა შეუქმნა

შემდეგი სტატია

მედია: “აზოვის” პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკვე იბრძვის ბახმუტში

მსგავსი სტატიები

სასტუმრო „ველმონდიდან“ სტუმრების გაყვანა დაიწყო

სასტუმრო „ველმონდიდან“ სტუმრების გაყვანა დაიწყო

17 აგვ 2018
23 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება

23 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება

22 თებ 2018
სექტემბრიდან თბილისს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

სექტემბრიდან თბილისს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

24 მაი 2018

უახლესი ამბები

  • თაზო დათუნაშვილი: სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა

    თაზო დათუნაშვილი: სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა

  • მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

    მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

  • ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

    ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

  • ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

    ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

  • გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

    გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge