NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

26 იან 2023 პოლიტიკა 194 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როცა საუბარია ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაზე და ლაპარაკობენ პერსონები, რომლებიც ლაპარაკობენ, მგონია, რომ არ ჰყოფნით წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის პროექტის წამოწყება , – ასე შეაფასა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მიერ 24 თებერვალს დაგეგმილი აქცია.

როგორც ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, 24 თებერვლის აქციას აკლია მკაფიო ამოცანა, რომელიც არ არის გამოკვეთილი.

მისი თქმით, ის 24 თებერვალს, რუსთაველზე არ გავა.

„24 თებერვალს რუსთაველზე არ გავალ. ეროვნულ მოძრაობაზე, როცა ვლაპარაკობთ, მე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მახსენდება. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავის ცხოვრების წესით და გმირობით დაამტკიცეს, რომ მათთვის სამშობლოა უპირველესი. ერთიც და მეორეც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. ახლა, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაზე და ლაპარაკობენ პერსონები, რომლებიც ლაპარაკობენ, მგონია, რომ მათ არ ჰყოფნით ის წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია, ასეთი ტიპის პროექტი წამოიწყო. ამ პერსონებისგან, ეს არ არის ადეკვატური და ყურადღების მიპყრობის მცდელობა.

მკაფიო და ნათელი იყო მაშინდელი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანა და მიზანი. მაშინაც რუსეთის წინააღმდეგ იყო ბრძოლა. 24 თებერვლის აქციას აკლია მკაფიო ამოცანა, რომელიც არ არის გამოკვეთილი. მაშინდელი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანა არ ყოფილა ხელისუფლების შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ხელისუფლება იყო. ხელისუფლების შეცვლა არის მეორეხარისხოვანი, ტექნიკური თემა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, 24 თებერვლის აქციას ხალხთან კომუნიკაცია აკლია. ამასთან, ის ვერ ხედავს, რომ ოპოზიციის ნაწილს გულწრფელად უნდა ცვლილებები.

„რა აკლია 24 თებერვლის აქციას? ხალხი. ხალხთან არ არის არანაირი კომუნიკაცია იმ ოპოზიციურ სპექტრის მხრიდან, რომელსაც სურვილი აქვს ხელისუფლება შეცვალოს. არეულია პრიორიტეტები და, სწორედ, ამის გამოა, რომ არც სწორი გეგმა იდება და არც ხალხთან კომუნიკაციას ეძებენ.

რატომ უნდა გამოვიდეს ხალხი? ხელისუფლების შესაცვლელად? ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელთათვის მთავარი ამოცანაა ქვეყნისთვის უკეთესი ცხოვრება. ახლა ეს ხელისუფლება არ ვარგა, მოდი შევცვალოთ და მე მოვალ ხელისუფლებაში, არ არის სწორად დაყენებული თანმიმდევრობა.

ყველა, ვინც აქტიურობს პატივისცემას იმსახურებს. ყველა იძახის, რომ ცვლილებები უნდათ, მაგრამ ატყობთ, რომ გულწრფელად უნდათ ცვლილებები ამ ადამიანებს? ვერ ვხედავ ხელისუფლების შეცვლის სურვილს, მხოლოდ ლაპარაკია. მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ნაწილს აკმაყოფილებს ის სტატუსი და მდგომარეობა, რომელშიც არიან.

თავგანწირვის ელემენტს შეიცავდა, როდესაც ნიკა მელიამ სამაჯური გადააგდო და მისი ამ გაბედულობის შედეგად, ხელისუფლებამ შემდეგ შეცდომა დაუშვა, სახანძრო კიბეების საშუალებით აიღეს პოლიტიკური პარტიის ოფისი. ხელისუფლებამ მაშინვე დაუშვა შეცდომა, როდესაც გაბედულობა და თავგანწირვა გამოჩნდა ოპოზიციის ქმედებებში. ახლა ლაპარაკის იქით, ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა , „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პარტიულ არჩევნებზე და საარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის.

მისივე შეფასებით, იმ კამპანიის ფონზე, რა კამპანიაც მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიმარჯვებს.

„როგორ შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწიოს იმის ნახევარს, რისთვისაც აქამდე მიუღწევია?! მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის, არც ერთი. მით უმეტეს, იმ კამპანიის ფონზე, რა კამპანიაც მიმდინარეობს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დონეს ვერასოდეს მიაღწევს ეს პარტია, რომელიც ახლა აჩრდილს ჩამოჰგავს“, – აღნიშნა ძიძიგურმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა შანსს იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისე დასუსტდეს, რომ მთავარი ოპოზიციურ ძალის სტატუსი დაკარგოს, ძიძიგური პასუხობს, რომ ამის შანს ხედავს და მიიჩნევს, რომ თუ ასე მოხდება კარგი იქნება.

„არ ვხედავ კი არა ველოდები. მიმაჩნია, რომ კარგი იქნება. ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ ეს უნდა დაიშალოს. ერთიც და მეორეც სერიოზული პრობლემაა პოლიტიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილი 2023-01-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყველაზე გულუხვი ზოდიაქოს ნიშნები

შემდეგი სტატია

ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

მსგავსი სტატიები

პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს

პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს

ირაკლი შალიკაშვილი 13 ოქტ 2020
კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტური, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული

კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტური, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული

ირაკლი შალიკაშვილი 22 ოქტ 2021
პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს მომუშავე ექიმები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს მომუშავე ექიმები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

08 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge