NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

26 იან 2023 პოლიტიკა 199 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ მას გული სტკივა იმის გამო, რომ საქართველო არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც საომარ პირობებში კიევს მაქსიმალურ დახმარებას უწევენ.

“მე მესმის, რომ ეს არის ეპიზოდი, მესმის, რომ საქართველო იქნება ისეთი, როგორზეც ვოცნებობთ და იქ იქნება ისეთი მთავრობა, ვისაც ტაშს დავუკრავთ, მაგრამ დღეს გული მტკივა”, – განაცხადა იუშჩენკომ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

ინტერვიუში იუშჩენკო ამბობს, რომ 2007 წელს უკრაინამ საქართველოს გადასცა ყველა ის იარაღი, რასაც თბილის ითხოვდა და დასძინა, რომ კარგად იცოდა, როგორი იქნებოდა პუტინისა და რუსეთის რეაქცია. “მიშას (სააკაშვილს) ვუთხარი: ეს არ არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება (იარაღის გადაცემაზე-რედ.), ეს ჩემი ერის გადაწყვეტილებაა”, – აცხადებს იუშჩენკო.

ინტერვიუში უკრაინის მესამე პრეზიდენტი იხსენებს 2008 წლის მოვლენებს- ბუქარესტში ნატოს სამიტსა და პოლონეთის პრეზიდენტთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან აგვისტოს ომის დროს თბილისში ჩამოსვლას. იუშჩენკოს თქმით, საქართველოში ვიზიტი, როდესაც რუსული ტანკები თბილისიდან 26 კილომეტრში იმყოფებოდნენ, მხარდაჭერისა და ერთიანობის ნიშანი იყო.

იუშჩენკომ ასევე გაიხსენა, თუ როგორ განიხილავდა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად საქართველოსთვის ომის დროს შემოთავაზებულ ექვსპუნქტიან გეგმას.

“როდესაც სარკოზი მოსკოვიდან ექვსპუნქტიანი გეგმით ჩამოფრინდა, მე და ლეხს გვქონდა ასეთი პოზიცია: “ეს არის კაპიტულაცია, ეს არის საქართველოს კაპიტულაცია”, – განაცხადა იუშჩენკომ. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე საუბრისას იუშჩენკომ კერძოდ, განაცხადა, რომ მის მეგობარს “ხასიათმა უღალატა.”

„გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო“,- განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.

70-ზე მეტ ევროპელ პოლიტიკოსს შორის, 2021 წლის ოქტომბერში ვიქტორ იუშჩენკომაც მოაწერა ხელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით შედგენილ ღია წერილს.

კომენტარები

TOP დმიტრი გორდონი ვიქტორ იუშჩენკო მიხეილ სააკაშვილი 2023-01-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დმიტრი გორდონი ვიქტორ იუშჩენკო მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

შემდეგი სტატია

დღე ისტორიაში – 27 იანვარი

მსგავსი სტატიები

აშშ-მა გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის გარეშე

აშშ-მა გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის გარეშე

ირაკლი შალიკაშვილი 18 იან 2022
სუს-ის რესურსები მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ – სხდომის დახურვამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია

სუს-ის რესურსები მიმართულია პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ – სხდომის დახურვამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია

სოსო ელისაშვილი 22 აპრ 2019
ნინო ბურჯანაძე: სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს

ნინო ბურჯანაძე: სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს

ნინო ჩხეიძე 19 თებ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

    უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

  • პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

    პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge