ფაქტები
2017 წელს ამერიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვიდ ქვეყანას შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.
1996 წელს გერმანიამ პირველად შემოიღო ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე.
1984 წელს მაიკლ ჯექსონს თმაზე ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევა “პეპსის” რეკლამის გადაღების დროს მოხდა.
1973 წელს ვიეტნამის ომი ოფიციალურად დასრულდა.
1880 წელს თომას ედისონს ელექტრონული ლამპის პატენტი გადასცეს.
ცნობილი გამონათქვამები
“მე არასოდეს ვყოფილვარ უფრო დაბნეული ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამავდროულად არასოდეს ამდენად კმაყოფილი იმით, რაც გამიკეთებია”, – კურტ კობეინი.
“ყველა ომი სიგიჟეა, ძვირი და გამანადგურებელი სიგიჟე”, – ბენჟამინ ფრანკლინი.
ცნობილი ადამიანები
1756 წელს დაიბადა ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.
1832 წელს დაიბადა ინგლისელი მწერალი ლუის კაროლი.
1979 წელს დაიბადა ბრიტანელი მსახიობი როზმუნდ პაიკი.
დღესასწაულები
აღინიშნება შოკოლადის საერთაშორისო დღე.
წყარო/ფოტო: The Fact Site
კომენტარები