ფაქტები
2020 წელს კობი ბრაიანტი თავის ქალიშვილთან ერთად უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია კალიფორნიაში მოხდა, ვერტმფრენმა, რომელშიც კალათბურთელი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა.
2015 წელს თეთრი სახლის ეზოში დრონი ჩამოვარდა.
1980 წელს ფრენკ სინატრამ რიო დე ჟანეიროში კონცერტი გამართა, რომელსაც 175 000 ადამიანი ესწრებოდა.
1926 წელს შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბერდიმ ისტორია შეცვალა და კაცობრიობას პირველი ტელევიზორი წარუდგინა.
1924 წელს პირველი მედალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ამერიკელ მოციგურავეს გადაეცა.
1837 წელს მიჩიგანი 26-ე შტატი გახდა, რომელიც ამერიკას შეუერთდა.
1531 წელს ლისაბონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 30 000 ადამიანი დაიღუპა.
დღესასწაულები
26 იანვარს ავსტრალიის დღე აღინიშნება.
წყარო/ფოტო: The Fact Site
კომენტარები