NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ჩვენი 17 წლის მარიამი საოცარი გოგონა იყო, რომელიც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ დრიფტაობას შეეწირა”

“ჩვენი 17 წლის მარიამი საოცარი გოგონა იყო, რომელიც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ დრიფტაობას შეეწირა”

25 იან 2023 საზოგადოება 209 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

22 იანვარს თბილისში, ლილოში მომხდარ შემზარავ ავარიას 17 წლის მარიამ ბადალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე მძიმეა მარიამის სამი მეგობრის მდგომარეობა, რომლებიც, ასევე, ამ ავარიის დროს დაშავდნენ. ისინი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში შეიყვანეს. როგორც გვითხრეს, ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ცნობილია, რომ გოგონები გზაზე გადადიოდნენ, როცა დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა მათ შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან 19 წლის ბიჭი იჯდა და დრიფტაობდა (ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება), რა დროსაც მანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონებს დაეჯახა. სამწუხაროდ, მარიამი ადგილზე დაიღუპა. ახალგაზრდა გოგონას დეიდამ, მარიამ თოღუზაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტი გაავრცელა. “კვირის პალიტრა” ქალბატონ მარიამს დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე ესაუბრა:

– ჩვენი 17 წლის მარიამი საოცარი გოგონა იყო, რომელიც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ დრიფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა მანქანა, მძღოლმა დააბზრიალა მანქანა და გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე. ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა, ადგილზევე გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაშია ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე, ციმციმა ანგელოზს ვეძახდით.

ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სოციალურ ქსელში სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად დრიფტაობდა, რაც ტყუილია. ახლა, პირველ რიგში, ის მაინტერესებს, შემთხვევის ადგილი თუ ნახეთ ჟურნალისტებმა. ჩემი დიდი თხოვნაა ყველა ჟურნალისტისადმი, რომ კვალიფიციურად გააშუქოთ ეს ამბავი და საზოგადოებას გააგებინოთ სიმართლე. შემთხვევის ადგილი გადაიღოთ და იქ გამოჩნდება რეალური სურათი. გაჩნდა ეჭვი, რომ რადგან ეს შემზარავი ავარია ასე მასშტაბურად არ შუქდება მედიით, როგორც სხვა დანაშაულები, ხომ არ არის ამაში ბიჭის მფარველების ხელი გარეული, ხომ არ უნდათ, სხვაგვარად შეაბრუნონ ეს საქმე. არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ეს საქმე ჩაიფარცხოს. ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავე ბიჭი თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შვილია და არ მივცემთ უფლებას, საქმე ჩაიფარცხოს.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში – “ჩემი ქალაქი მკლავს”, დაიწერა მომხდარ ტრაგედიაზე, თვითმხილველები საუბრობდნენ, რა უბედურება დაატრიალა მკვლელმა იქ და უცებ გამოჩნდნენ ტროლები და ბოტები, რომლებმაც დაიწყეს დამნაშავის დაცვა. თურმე, მძღოლია ცოდვა და დაღუპული მარიამი – მეორე ხარისხოვანი. რა გვჭირს ამ საზოგადოებას, რომ მკვლელებზე ვაფანატებთ და დაზარალებულები არ გვეცოდება, გადავგვარდით ადამიანები?! უდანაშაულო ბავშვები შეიწირა და, თურმე, პასუხიც არ უნდა აგოს. უფრო შორს წავიდა მათი ტყუილები და ამ ჯგუფში ისიც დაიწერა, თითქოს მარიამი იჯდა საჭესთან, რაც ტყუილია. მარიამი ცხოვრებაში არ მჯდარა მანქანის საჭესთან, ჩვენი ციმციმა მარიამი და მისი სამი მეგობარი გოგონა გადმოდიოდა გზაზე, რომ ტრანსპორტში ასულიყვნენ და ამ დროს შეეჯახა მანქანა ბავშვებს. პოლიციამ ამოიღო ჩანაწერები, ჩანს ვიდეოში, ბავშვები გადმოვიდნენ გზაზე და ამ დროს 19 წლის ბიჭი, ვიღაც გიორგი, რომელიც ზის საჭესთან, მოდის დიდი სიჩქარით, ირგვლივ საშინელ ბუღს აყენებს, დრიფტაობს, ატრიალებს მანქანას და ეჯახება გოგონებს. ამ ვიდეოკადრების ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მძღოლი არის არაფხიზელ მდგომარეობაში, გაზს ფეხს არ უშვებს, კიდევ უფრო მეტად აჭერს, რომ დაატრიალოს მანქანა. მარიამზე მოხდა ძირითადი დარტყმა და ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

ისეთი რა სიჩქარით მოდიოდა, რომ ბავშვი მთლიანად დალეწილია – ნამსხვრევებად აქცია. შემთხვევის ადგილის ფოტოები გადმომიგზავნეს, შემზარავი კადრებია, ხის ძირას გდია მარიამი. არავინ ვართ დაზღვეული, რომ ამისთანა მანიაკები და მშობლებისგან გატუტუცებული ბიჭები ხვალ და ზეგ უარესს არ გააკეთებენ. მარიამს ჩვენ ვერ ვუშველით, ვერავინ გაგვიცოცხლებს, სიცოცხლით სავსე, ულამაზესი გოგო მოგვიკლეს, მაგრამ სხვა დედებს ხომ ჰყავთ შვილები, სხვა დედები ისე რომ არ გამწარდნენ, როგორც მარიამის მშობლები, ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ. როდემდე შეიძლება ასეთი განუკითხაობა იყოს ქვეყანაში, როდემდე შეიძლება ვკარგოთ ჩვენ ასეთი საჯიშე შვილები, სხვების გამო. ისედაც ცოტანი ვართ, ამისთანა უპასუხისმგებლობას, თავაშვებულობას რატომ უნდა შეეწირონ ეს ახალგაზრდები. დრიფტაობის ადგილია ქუჩა, სადაც ადამიანები მოძრაობენ? ეს რატომ არ იკრძალება?

ვრცლად

კომენტარები

ავარია ლილო 2023-01-25
ნინო ჩხეიძე
Tags ავარია ლილო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლაიმა ვაიკულე: მარგარიტა სიმონიანი ადამიანია, რომელსაც სადაც ბედნიერებაა ყველაფერი სძულს

შემდეგი სტატია

ბორის ჯონსონი: ვოლოდიმირ ზელენსკი, დაბადების დღეს გილოცავ!

მსგავსი სტატიები

„დამრღვევ მოქალაქეს, სისტემაში დაფიქსირებულ მის მობილური ტელეფონის ნომერზე მყისიერად ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება“

„დამრღვევ მოქალაქეს, სისტემაში დაფიქსირებულ მის მობილური ტელეფონის ნომერზე მყისიერად ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება“

29 აგვ 2018
“დავიწყებ მადლობით”

“დავიწყებ მადლობით”

05 ნოე 2017
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვას 30 აგვისტოს გეგმავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვას 30 აგვისტოს გეგმავს

ნინო ჩხეიძე 27 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge