NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე სამადაშვილი: კასიანოვის ახსნა-განმარტებებისთვის დაბარება არის თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა

სალომე სამადაშვილი: კასიანოვის ახსნა-განმარტებებისთვის დაბარება არის თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა

25 იან 2023 პოლიტიკა 114 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, ნიშნავს „თავდასხმის რეჟიმზე“ გადასვლას.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუისის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, უკრაინელი დიპლომატის რეაგირება, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების, შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, იყო სიგნალის გაგზავნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული ჟესტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

„ელჩის დაბარება ახსნა-განმარტებებისთვის, არის თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა, იმ ლოგიკით, რომ თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ტაშისკვრის მიგებებაზე, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის რეაქცია, სრულიად ბუნებრივი იყო.

იმდენად კარგად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც კი უნდა განიხილონ. ლოგიკით რომ მივუდგეთ, მითხარი, ვინ არის შენი მტრის მეგობარი და გეტყვი, ეს ადამიანი შენი მტერია თუ მეგობარი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის როლზეც, მიმდინარე პროცესებში და კითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდამტეხი როლი შეასრულოს უკრაინა საქართველოს ურთიერთობაში, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, დისტანცირება გააკეთოს იმ პოზიციისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„არ მგონია. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დისტანცირება გააკეთოს იმ სამარცხვინო პოზიციისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომელიც შორს არის გამიზნული არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მკაფიო მხარდამჭერი პოზიციისგან, არამედ დასავლეთის პოლიტიკისგანაც – ამას სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ვერ გადაფარავს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს და ჰგონიათ, რომ ბოლომდე ვერ მოედავებიან, მაგრამ რეალურად ორმაგი თამაში სულ უფრო რთულდება“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

საქართველო-უკრაინის უერთიერთობების გარდა, გადაცემაში „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩანიშნულ შიდა პარტიულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბინძური ხერხებით“ ბრძოლა არაფრის მომცემია.

მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკად წავა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი გაუგებარი იქნება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე.

„იმედი მაქვს, ყველაზე ცუდი სერიები უკვე ვიხილეთ. ბინძური ხერხებით ბრძოლა არაფრის მომცემია. საბოლოო ჯამში ეს აზიანებს ზოგადად პოლიტიკურ პროცესს იმიტომ, რომ ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმს ამწვავებს. შიდა პროცესების მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არც ერთი სიტყვა არ მომისმენია, რომელიც რამე ალტერნატივას დაანახებდა საზოგადოებას, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელზეც ჩვენ ყველა ვფიქრობთ – ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ევროპული მომავალი, ეკონომიკური განვითარება.

ის, რომ ამ პარტიაში სხვადასხვა ჯგუფს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, ყველასთვის ნათელია. არჩევნების შედეგები გამოავლენს, ამ დაჯგუფებებს შორის ძალთან ბალანსი როგორ არის გადანაწილებული. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ღირებულება უკავშირდება, პირველ რიგში იმას, რომ ამ ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერს. თუ მიხეილ სააკაშვილი ქართველი პოლიტიკად მიდის, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ვინც არ უნდა იყოს, მისი მომავალი გაუგებარია“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

TOP ანდრეი კასიანოვი სალომე სამადაშვილი 2023-01-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანდრეი კასიანოვი სალომე სამადაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე: 28 საპროტესტო აქცია გაიმართა… ის, რომ არაფერი არ გავაკეთეთ, არ მივიღებ ამ შენიშვნას

შემდეგი სტატია

დღე ისტორიაში – 26 იანვარი

მსგავსი სტატიები

გოცირიძე: ენმ 10 ივნისის აქციაში მონაწილეობას აქტიურად მიიღებს, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთაა

07 ივნ 2018
კახა კალაძე: მომავალი წლიდან ჩვენი დედაქალაქი მართლაც განსხვავებული იქნება

კახა კალაძე: მომავალი წლიდან ჩვენი დედაქალაქი მართლაც განსხვავებული იქნება

27 ნოე 2017
შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში

შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში

ნინო ჩხეიძე 20 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge