უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა მეუღლეს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს:
ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალეთ ბოლო ერთ წელიწადში და მე ყოველთვის ვპასუხობ, – არ შევცვლილვართ. ის იგივეა. ის არის იგივე ბიჭი, რომელიც გავიცანი ჩვიდმეტი წლის ასაკში.
მაგრამ სინამდვილეში, რაღაც შეიცვალა: ახლა გაცილებით ნაკლებად იღიმება. მაგალითად, როგორც ამ ფოტოზე… გისურვებ ღიმილის მიზეზებს. და ვიცით ამას რა სჭირდება, ყველამ ვიცით, რა იქნება ღიმილის მიზეზი.
საკმარისი სიჯიუტე გაქვს. მთავარია, გქონდეს საკმარისი ჯანმრთელობა. ჯანმრთელობას გისურვებ. მინდა, ყოველთვის ვიღიმოდე შენთან ერთად. მომეცი ამის შესაძლებლობა!
შეგახსენებთ, დღეს ზელენსკი 45 წლის გახდა.
კომენტარები