NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»კონსტანტინე გამსახურდია: ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის შემოგდებული ეს მარაზმი და ლანძღვა-გინება შეძლებისდაგვარად მორჩეს

კონსტანტინე გამსახურდია: ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის შემოგდებული ეს მარაზმი და ლანძღვა-გინება შეძლებისდაგვარად მორჩეს

25 იან 2023 საზოგადოება 118 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის შემოგდებული ეს მარაზმი და ლანძღვა-გინება შეძლებისდაგვარად მორჩეს.
1. რუსეთის იმპერია თავის ცარისტულ, ბოლშევიკურ და პოსტკომუნისტურ ფორმაში არის ბოროტება და საფრთხე. მსოფლიო მშვიდობას და სამართლიან წესრიგს მისი დემონტაჟი და ძირეული რეფორმირება ესაჭიროება.
2. გეორგიევსკის ტრაქტატი იყო შეცდომა ქართული დიპლომატიისა, რომელმაც ვერ გათვალა რუსული აღმოსავლური პოლიტიკური თამაშების ეგოცენტრული დინამიკა. რუსეთის იმპერიის ბუნება პროტექტორატს ვერ იგუებდა, თან ეს პროექტები საიმპერატორო კარზე კონკრეტულ პირთან იყო კავშირში, რომელთან ერთადაც მათ “ჩაილურის წყალი დალიეს”. ამიტომ ტრაქტატი რამოდენიმე წელიწადში დაირღვა და მისი განახლება ერეკლეს არც უფიქრია. ის, რაც გიორგი “ზაქიჭამიამ” დადო, იყო გაცილებით ცუდი და ამაზრზენი, მაგრამ ერეკლე მისი ვაჟის გამო პასუხისმგებელი ვერ იქნება.
3. ერეკლეს დროს აღმოსავლეთ საქართველო ირანული გადმოსახედიდან, ასევე ოსმალეთის და სხვათა მიერ (მათ შორის ევროპული პერსპექტივითაც) მოიაზრებოდა, როგორც ირანის ნაწილი. ერეკლე საგარეო პოლიტიკას “ცენტრს” იმიტომ არ უთანხმებდა, რომ თავად ირანი იყო შიდაომებში ჩაძირული და ურჩი განაპირა მმართველებისთვის არ ეცალა. ხოლო ნადირ-შაჰის დროს ქართლ-კახეთის ეს მეფე ფუნქციონირებდა, როგორც ირანელი მაღალჩინოსანი. ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ საქართველო ირანს აქამდე 150 წლის წინ ვიღაცამ “ჩააბარა?” ან დასავლეთ საქართველო ოსმალეთს?
4. ერეკლეს საგარეო პოლიტიკა 1783 წლამდე ევროპაზე ორიენტირებული იყო. მან ორი ელჩობა გაგზავნა ევროპაში, რომლებიც ჩავარდა რაღაც საქართველოზე დამოუკიდებელ მიზეზთა გამო. ერეკლესეული ქვეყნის შიდა რეფორმებიც სრულიად ევროპული იყო.
5. რუსეთის იმპერიამ გიორგი მეცამეტის გარდაცვალების შემდეგ საქართველო დაიკავა და შეუდგა მის ანექსიას ყოველგვარი ხელშეკრულებების უსარგებლო ქაღალდად გამოცხადების და სანაგვეზე მოსროლის გზით. ქვეყანა არავის არ “ჩაუბარებია”. რუსეთმა ის უბრალოდ დაიპყრო, მორჩა და გათავდა.
5. მთელი კატეგორიულობით ვიტყვი: არც ნიკოლოზ ბარათაშვილს, არც ალექსანდრე ბატონიშვილს, (ყველაზე დიდ ანტირუსს) არც ილიას, არც ვაჟას, არც ყაზბეგს, არც ივანე ჯავახიშვილს მეფე ერეკლე მეორეზე არ გამოუყენებია სიტყვა “მოღალატე” და “ქვეყნის ჩამბარებელი”. მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნდათ ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია. სასაცილოა თვლიდე, რომ ესენი ვერ მიხვდნენ და შენ მიხვდი.
6. არ მოვიწონებ არავის ბულინგს, გინდაც გარკვეულ საკითხში მართალი არ იყოს და ცდებოდეს. მე თავად ვარ დაუსრულებელი ბულინგის მსხვერპლი, (ამ თემებს არ ეხება, სხვა განყოფილებაა) რის გამოც მალე ვაპირებ მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს.
7. გაითვალისწინეთ, რომ რუსულ რბილ ძალას პროვოცირების მიზნებით შიდა პოლარიზაციის 50-ზე მეტი ბლოკი აქვს შემოგდებული, რათა ადამიანებმა, არ შეთანხმდებიან რა არაფერზე, ამოუწურავი ბოღმა და მძულვარება ანთხიონ, როგორც სამოქალაქო ომის მუხტი,” – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

TOP კონსტანტინე გამსახურდი 2023-01-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კონსტანტინე გამსახურდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვივამედის“ დირექტორი: რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა – კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება

შემდეგი სტატია

ელდარ შენგელაია ბუბა კიკაბიძეს იხსენებს – ერთად ვთევზაობდით, მაგრამ უცნაურობაც ახლდა ამ ამბავს …

მსგავსი სტატიები

ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა ქართული გოზინაყი მოამზადა და ახალი წელი მოგვილოცა

ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა ქართული გოზინაყი მოამზადა და ახალი წელი მოგვილოცა

ნინო ჩხეიძე 01 იან 2021

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება

10 ოქტ 2017
ელენე ხოშტარია: უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება

ელენე ხოშტარია: უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება

ნინო ჩხეიძე 07 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge