NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის

კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის

25 იან 2023 პოლიტიკა 105 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ პროექტს ანგაჟირებული ადამიანები პოლიტიკურად იყენებენ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ, მთლიანად შენარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტი იქნება.

„მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია. ამის მიზეზიც აბსოლუტურად გასაგებია ყველასთვის, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს თბილისის ცენტრალური ნაწილია. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია. რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. ჩვენ ასეთი პროექტის განხორციელებას მივესალმებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, მეტიც, ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე განთავსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა შენარჩუნდება.

„არსებულ ტერიტორიაზე დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ქმნის თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ სახეს, შესაბამისად, დაგეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას და განხორციელდება კონკრეტული პროექტის სახით“,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძე 2023-01-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე: სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გაგრძელდება

შემდეგი სტატია

Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი – დაბრუნება“

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: ადამიანების სამ ნაწილს გამოვყოფდი, ვინც თავს გვესხმის: დაბოღმილების ჯგუფი, „ქართული ოცნება“ და კატეგორია, რომელიც ფიქრობს, უნდა ჩაერთოს თუ არა ამ ერთიანობაში

გიორგი ვაშაძე: ადამიანების სამ ნაწილს გამოვყოფდი, ვინც თავს გვესხმის: დაბოღმილების ჯგუფი, „ქართული ოცნება“ და კატეგორია, რომელიც ფიქრობს, უნდა ჩაერთოს თუ არა ამ ერთიანობაში

ნინო ჩხეიძე 05 ნოე 2022
სააკაშვილი: არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. მე მივმართავ ქართველ ხალხს (პირდაპირი ეთერი)

სააკაშვილი: არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. მე მივმართავ ქართველ ხალხს (პირდაპირი ეთერი)

ნინო ჩხეიძე 13 იან 2022
„Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებს“

„Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებს“

12 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge