NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ვივამედის“ დირექტორი: რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა – კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება

„ვივამედის“ დირექტორი: რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა – კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება

25 იან 2023 პოლიტიკა 77 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პროგნოზის გაკეთება რთულია, სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა – კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება კოვიდინფექციის წყაროს, ჩხაიძე ამბობს, რომ პროცესში კლინიკის ინფექციონისტები არიან ჩართული და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

„პაციენტს გუშინ დაუდასტურდა კოვიდი. ვინაიდან შესაბამისი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა – მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ეჭვი იყო კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სწრაფი ტესტი, შემდეგ კი „პისიარ“ ტესტით დადასტურდა. ექიმთა კონსილიუმი გუშინვე შეიკრიბა, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. მისი დაავადებიდან გამომდინარე კონსილიუმში მონაწილეობდა ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შესაბამისად, შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა, როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული. მიმდინარეობს მკურნალობა.

მესმის ადვოკატების მოწოდებები რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ კონსილიუმი შეიკრიბა. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც ინტენსიურ პალატაშია. ეს ძალიან კარგად იცის ადვოკატმა, ყოველდღე დადიოდა. აქამდე ამბობდა, რომ საერთოდ არ გვქონდა რეანიმაცია და ახლა ამბობს, რეანიმაციაში გადაიყვანეთო. სად გადავიყვანოთ, თუ რეანიმაცია არ გვაქვს?! ეს აღჭურვილობა იქ ყოველთვის იყო.

მკურნალ ექიმთან ერთად ვმონაწილეობდით ყველა ექიმი კონსილიუმში და რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი არ დამდგარა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდის მსუბუქი გამოვლენაა. დღეს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება, არც გუშინ საღამოს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, როდესაც მსგავსი შემთხვევა ხდება, ჩვენი ეპიდემიოლოგიურ სამსახური აქტიურადაა ჩართული. დგინდება კონტაქტები, ლაბორატორიულად გადამოწმებულია თანამშრომლების ძირითადი ნაწილი და კოვიდი არავის დადასტურებია. თანამშრომლების ნაწილი კი, ვინც გამოკვლეული არ ყოფილა, დღეს დილით გაიტესტება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები

TOP ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილი 2023-01-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინაში სამხედროების პასუხისმგებლობა გაამკაცრეს

შემდეგი სტატია

კონსტანტინე გამსახურდია: ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის შემოგდებული ეს მარაზმი და ლანძღვა-გინება შეძლებისდაგვარად მორჩეს

მსგავსი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი: … ევროპიდან საქართველოში სწორედ ამისთვის ჩამოვედი

სალომე ზურაბიშვილი: … ევროპიდან საქართველოში სწორედ ამისთვის ჩამოვედი

30 ნოე 2018
პროპორციული სისტემა 0%-ანი ბარიერით – “ოცნების” კანონპროექტის პრეზენტაციას “ევროპული საქართველო” არ დაესწრება

პროპორციული სისტემა 0%-ანი ბარიერით – “ოცნების” კანონპროექტის პრეზენტაციას “ევროპული საქართველო” არ დაესწრება

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივლ 2019
ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით

ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით

ირაკლი შალიკაშვილი 02 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge