NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ბუღაძე მმართველ გუნდზე: ეჭვი არ მეპარება, რომ ცდილობენ იმ ტიპის მმართველობა შეინარჩუნონ, რომელიც მისაღებია რუსეთთან ურთიერთობისთვის

გია ბუღაძე მმართველ გუნდზე: ეჭვი არ მეპარება, რომ ცდილობენ იმ ტიპის მმართველობა შეინარჩუნონ, რომელიც მისაღებია რუსეთთან ურთიერთობისთვის

25 იან 2023 პოლიტიკა 114 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე ეჭვი არ მეპარება, რომ [მმართველი გუნდის წევრები] ცდილობენ იმ ტიპის მმართველობა შეინარჩუნონ, რომელიც მისაღები იქნება რუსეთთან ურთიერთობისთვის. მხოლოდ რუსული ტიპის მოდელით შეუძლიათ შეინარჩუნონ მმართველობა დიდხანს და რაც შეიძლება მეტი ქონება დააგროვონ, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა.

ამასთა, ის არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლებელია საქართველოში ჩამოსული რუსი ეროვნების ადამიანებიდან 70% დივერსიული ჯგუფები იყვნენ.

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ცდილობენ იმ ტიპის მმართველობა შეინარჩუნონ, რომელიც მისაღები იქნება რუსეთთან ურთიერთობისთვის, იმიტომ, რომ მხოლოდ რუსული ტიპის მოდელით შეუძლიათ შეინარჩუნონ მმართველობა დიდხანს და რაც შეიძლება მეტი ქონება დააგროვონ. თან საოცარი ისაა, რომ ამერიკას ლანძღავენ და შვილებს იქ აგზავნიან სასწავლებლად. ნოვოსიბირსკში რატომ არ უშვებენ? ამაზეც არ ფიქრობს ჩვენი საზოგადოება. იმდენი გააკეთეს, რომ დასავლეთის ხატ- სახე შექმნეს, როგორც გარყვნილების ბუდე, როგორც მამათმავლობის ბუდე, დემორალიზება მოხდა მათი. თუკი რომელიმე ძეგლი და ტაძარი გადარჩენილა, ნორმალური რეაბილიტაცია გაკეთებულა, ევროპული და დასავლეთის თანხითაა. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ გაქრა ჩრდილოეთ კორეა? რუსეთიც შეიძლება დაიშალოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენ სად ვიქნებით? მე მეშინია, რომ ვიქნებით ჩრდილოეთ კორეა, ოღონდ რუსეთთან მიმართებით. ქუჩაში რომ დავდივარ ფეხით, ბევრად მეტი რუსული რომ მესმის, ვიდრე ქართული, მზარავს. რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის, 70% მათი, გარკვეული თვალსაზრისით, დივერსიული ჯგუფებიცაა შემოპარებული და თუ საქმე- საქმეზე მიდგება, თუ ნიშანი და სიგნალი იქნება, თავის მანქანას აამუშავებენ“, – განაცხადა ბუღაძემ.

ამასთან, როგორც ბუღაძემ აღნიშნა, ყველაზე მეტად მტერს აწყობს, რომ ერში განხეთქილება და გახლეჩა იყოს.

„ფაქტობრივად, 12 პუნქტიდან ერთ-ერთი სწორედ პოლარიზაციის დამთავრება იყო. სწორედ ამის არგანხორციელების არაჩვეულებრივი საშუალებაა ზიზღის დათესვა და დაპირისპირების გაძლიერება. „დაყავი და იბატონე“, მოგეხსენებათ, კლასიკური პრინციპია. ასე გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან საერთო ენის გამოძებნას, თუნდაც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ორიენტაციასთან, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით, რადგან აქ რეალურად მართლა მუშაობენ ისეთი ძალები, რომელიც გვანგრევს და გვაკარგვინებს ძირითად ორიენტირს, გზას გვახვევინებს. ამის არაჩვეულებრივ მაგალითებს ვხედავთ ყოველდღე. ძალაუფლების სურვილმა შეიძლება ასე დააბრმაოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც დღეს ძალაუფლება აქვს, რომ ფაქტობრივად არ მოგვცეს საშუალება და დაგვიკეტოს გზა დასავლური რეალობების განხორციელებისთვის. თუმცა აზრი მესმის რატომ ხდება. მხოლოდ რუსეთთან კავშირითაა შესაძლებელი მათი მიზნები განხორციელდეს. კორუფციული მიზნები იქაა, ავტორიტარული მმართველობა იქაა, ინსტიტუციები იქაა ჩამოშლილი. სწორედ აქ მოიპოვება საშუალება გამდიდრების კორუფციული გზებით და ეს არის რუსული სამყარო, ბნელი სამყარო. ასე რომ, მე არ მიკვირს ეს ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უნდოდეს“, – განაცხადა გია ბუღაძემ.

მისივე თქმით, ძალიან აქტიურად დაითესა ქართულ საზოგადოებაში ნიჰილიზმის ელემენტი.

„არისტოტელე ამბობდა, რომ საზოგადოებას, როგორც სამოქალაქო ცნობიერებას, დემოკრატიულ პრინციპს აყალიბებს სამი ძირითადი გრძნობა: სირცხვილის, აგონიის, საჩუქრის გაღების უნარი. ზიზღს კვებას მატერიალური სიდუხჭირე და იმის დაკარგვის საშიშროება, რაც გაქვს და გაქვს ელემენტარული. ღარიბ, გაღატაკებულ საზოგადოებას, დაბეჩავებულ საზოგადოებას აქვს ზიზღის განცდა, შურით არიან განწყობილები. არაჯანმრთელი შეჯიბრია. მას რატომ აქვს და მე არ უნდა მქონდეს. თუ მაქვს მე ეს არ უნდა დავკარგო. იმდენი ცუდი რამ ჩაიდინეს, კორუფციას ვგულისხმობ, მიაჩნიათ, რომ თუ ძალაუფლება არ ექნებათ ამას ყველაფერს დაკარგავენ და ამას არავინ აპატიებს. სასჯელის შიშიცაა. ქვემოთ როგორ ხდება? ცნობილი ფორმულაა, მაძღარი ხალხის მართვა უფრო რთულია. თუ მოცალეობა არ გაქვს ელემენტარულ სარჩოზე იბრძვი და დრო მეცადინეობისთვის, გონების განვითარებისთვის აღარ გრჩება. განათლებულ საზოგადოებაში კი უკვე პიროვნული ფაქტორები მოდის. მაქსიმალურად უნდა დაკნინდეს და დაბეჩავდეს ადამიანი, მხოლოდ ყოველდღიურ სარჩო -საბადებელზე რომ იფიქროს. ეს კარგად გააზრებული ფორმაა. დეიდაჩემი მეუბნებოდა – რუსი თუ გაქებს, ცუდიაო. იმდენი გააკეთეს, 11 წელი რომ უჩიჩინებ ადამიანს, აი, ევროპამ ეს არ გააკეთა, ჯგუფი შეიქმნა საკმაოდ ხმაურიანი, რომელიც ამბობს და ამხელს დასავლეთის ეშმაკობებს, ეს მუშაობს, იმიტომ, რომ რეალურად თუ გაუნათლებელია საზოგადოება, არ აქვს თავისუფალი დრო იმისთვის, რომ გონების განვითარებაზე იმუშაოს და ერთადერთი საფიქრალი საკვები და და ელემენტარული პირობებია, დრო არ აქვს იმისთვის, რომ შინაგანი პროცესები მართოს“, – განაცხადა ბუღაძემ.

კომენტარები

TOP გია ბუღაძე 2023-01-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია ბუღაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი – დაბრუნება“

შემდეგი სტატია

ქეთა თოფურია სკანდალში გაეხვა – მან თა­ნა­მედ­რო­ვე რუსი მუ­სი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას “კლო­უ­ნე­ბი” უწო­და

მსგავსი სტატიები

მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩავატარებთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს

მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩავატარებთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2020
“კავკასიური მშვიდობის იდეა ჰქონდა გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც… რას გულისხმობს ზურაბიშვილი?”

“კავკასიური მშვიდობის იდეა ჰქონდა გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც… რას გულისხმობს ზურაბიშვილი?”

ნინო ჩხეიძე 27 დეკ 2020
ირაკლი ღარიბაშვილი:  პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე

ნინო ჩხეიძე 22 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge