NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბილ ბრაუდერი: თუ სააკაშვილი მოკვდება პატიმრობაში არაადეკვატური წამების ქვეშ, საქართველო უნდა დაემშვიდობოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს

ბილ ბრაუდერი: თუ სააკაშვილი მოკვდება პატიმრობაში არაადეკვატური წამების ქვეშ, საქართველო უნდა დაემშვიდობოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს

25 იან 2023 პოლიტიკა 115 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თუ სააკაშვილი მოკვდება პატიმრობაში არაადეკვატური წამების ქვეშ, საქართველო უნდა დაემშვიდობოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს“, – ამის შესახებ მაგნიტსკის სიის ავტორმა ბილ ბრაუდერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საპატიმროში სააკაშვილი კვდება და მას აწამებენ.

ამასთან,  მაგნიტსკის სიის ავტორი ამბობს, რომ სიაზე მუშაობა მალე დასრულდება.

„მიხეილ სააკაშვილის ბიძამ და მისმა ადვოკატმა მომაწოდეს ინფორმაციას სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათ მიანიშნეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება, მას აწუხებ კრუნჩხვები, რომელიც უფრო და უფრო ხშირი ხდება.

მან დაკარგა დიდი რაოდენობით წონა, ამიტომ ყველა ობიექტური საზომით საქართველოს ხელისუფლების საპატიმროში ის კვდება. მკაფიოა, ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომელიც ჩართულია სააკაშვილის წამებასა და სიკვდილში. თუ ის ციხეში მოკვდება ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა იქნება, შედეგი კი ამ ინდივიდებისთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იქნება.

მათ ვურჩევ, ახლავე გაათავისუფლონ, მისცენ შეერთებულ შტატებში ან ევროპაში წასვლის უფლება, რომ მიიღოს სამედიცინო მკურნალობა და შეაჩერონ ეს დაუჯერებელი და სასტიკი ვითარება, რომელიც გრძელდება.

თუ სააკაშვილი მოკვდება პატიმრობაში არაადეკვატური წამების ქვეშ, საქართველო უნდა დაემშვიდობოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს.

ჩვენ ვიცით რა სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს მტკიცებულებები, ამიტომ სააკაშვილის თანაგუნდელებთან ვმუშაობთ, რომ დავრწმუნდეთ, მტკიცებულებები რომელსაც ისინი გვაწვდიან მოექცევა იმ სტანდარტებში, რომელიც შემდეგ მათ სანქციებამდე მიგვიყვანს. მათზე დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოგვაწოდებენ დოკუმენტაციას, რის შემდეგადაც მტკიცებულებებს – აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადის მთავრობას და ევროკავშირს წარვუდგენთ.

როგორც კი სია შედგება თანდართული მტკიცებულებებით, მათ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გადავცემთ, მივცემთ მტკიცებულებებს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომ ეს ადამიანები მაგნიტსკის სიაში დაამატონ. რასაც მე ვხედავ ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ნელი სიკვდილით მოკვლა“, – აცხადებს ბილ ბრაუდერი.

კომენტარები

TOP ბილ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილი 2023-01-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბილ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

შემდეგი სტატია

ნინო ქათამაძე: გილოცავთ პრეზიდენტო დაბადების დღეს! დღეს, თქვენი ხმა არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მარადიული ხმა!

მსგავსი სტატიები

2 ოქტომბრის არჩევნები, საბოლოო ჯამში, დასრულდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმად ვერ გადაიქცევა

2 ოქტომბრის არჩევნები, საბოლოო ჯამში, დასრულდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმად ვერ გადაიქცევა

ირაკლი შალიკაშვილი 20 სექ 2021
სამნიძე: მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ძირითადი ტვირთი, დაეთმო, ნაბიჯები გადაედგა კომპრომისული

სამნიძე: მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ძირითადი ტვირთი, დაეთმო, ნაბიჯები გადაედგა კომპრომისული

ნინო ჩხეიძე 19 მარ 2021
პრეზიდენტი: იმის მიხვედრას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს და რა არის მისი პოლიტიკა, არ სჭირდება განსაკუთრებული ინტელექტი

პრეზიდენტი: იმის მიხვედრას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს და რა არის მისი პოლიტიკა, არ სჭირდება განსაკუთრებული ინტელექტი

სოსო ელისაშვილი 10 მარ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge