NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნატო გელაშვილი: ხელებგადაშლილი და გატრუნული უსმენს ჩვენს ნამღერს, მერე ეძინება…

ნატო გელაშვილი: ხელებგადაშლილი და გატრუნული უსმენს ჩვენს ნამღერს, მერე ეძინება…

24 იან 2023 საზოგადოება 161 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

10 იანვარს ნატო გელაშვილს პირველი შვილიშვილი შეეძინა. გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას გიორგის ძმის სახელი – ლუკა დაარქვეს. ჩაჩავას კლინიკამ, ტრადიციულად, ახალშობილისა და ბედნიერი მშობლების ფოტო გამოაქვეყნა.

ნატო გელაშვილი: ათ იანვარს შევხვდით ამ ბენდიერ დღეს და ჩემ საოცარ ბღავილსა და სიხარულს ბოლო ხმაზე. ვერც გავაცნობიერე რა მიხაროდა, ბევრი რამ მიხაროდა ერთად.

ბებიის ამპლუაში როგორი ვარ და შენიშვნების მიცემა აქამდე არ ვიცოდი და ახლა გიორგის და ლუკას სულ შენიშვნებს ვაძლევ: ხალხში დადიხართ და ბავშვს არ მიეკაროთ, პირბადე ატარეთ, არაფერი გადასდოთ-მეთქი. ამდენი შენიშვნა ერთად არ მიმიცია ბიჭებისთვის.

მე როცა შვილები გამიჩნდნენ, ვამბობდი, ყველაფერს უნდა მიეჩვიონ-მეთქი, მაგრამ ახლა ძალიან ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ, ვირუსების ხანაში.

გაჩნდა დიდი პასუხისმგებლობა პატარა ადამიანის მიმართ. ძალიან საყვარელია, უკვე თავისი თვისებებით. ჯერჯერობით, ვაკვირდები, ვის ჰგავს. მინდა კარგად გავიცნო. ველოდები, რომ მოიჩიტოს, გემრიელად რომ ჩავბურჯგნო, რისი დიდი სურვილიც მაქვს. მინდა ყველა გაუფრთხილდეს. ერთადერთი, ვისაც თავიდან ბოლომდე ვანდობ, ანეტაა. მაინც დედაა და ბუნებრივად და ინსტინქტურად იცის, შვილს როგორ მოექცეს.

უკვე ორი ლუკა გვყავს. ბიძა ლუკა ძალიან ბედნიერია. დღეს ფოტო ჩამიგდო, აი, აბა, მითხარი ვის ჰგავსო. ნახე, როგორ მგავსო? ყველა თავის თავს ეძებს პატარა ლუკაში. ძალიან სასაცილო პროცესია.

უფლის წყალობით კარგი მამა აღმოჩნდა გიორგი. იმ დღეს ფოტო ჩამიგდო, ბოთლით აჭმევს საჭმელს. მეგონა, ხელში საერთოდ ვერ დაიჭერდა. ეს ინსტიქტია, რომელიც თავისთავად მოდის. მე უცებ, გაუცნობიერებლად დავუწყე – გიორგი, წელი დაუჭირე, თავი დაუჭირე, არ გააგდო ხელიდან-მეთქი და უცებ, მომიტრიალდა, დედა, ვიციო! მივხვდი, რომ ძალიან შევაწუხე მამა-შვილი. საკუთარ შვილს ვერ ვანდობ.

ახლა თითქმის დედისა და მამის ფუნქცია გათანაბრდა და მომწონს. მამებიც ძალიან ჩართულები არიან პატარების გაზრდაში. ერთხელ კონცერტზე გამოუძინებელი მოვიდა, რა გჭირს, დედი-მეთქი. მთელი ღამე არ დაგვაძინაო. მომწონს ეს დამოკიდებულება. შვილი ორივესია და თუ გასათენებელია, ორივემ უნდა გაათიოს. მივესალმები ახალი თაობის მამებს.

უცნაური რაც არის, ანეტამ მითხრა, როცა პატარა ლუკა გაჭინჭყლდება და არ იძინებს, თქვენი, სამივეს სიმღერებს ვურთავ და ეს ხელებგადაშლილი გატრუნული უსმენსო. და მერე ეძინება. უყვარს “თენდება” და გაყუჩებული ისმენს. თავისი სიმღერა ამოარჩია. იმ დღეს ჩვენი კონცერტის ამბები მოვუყევი. რაღას რომ ვუყვები და ეღიმება, ეს ემოცია ისე ემთხვევა, სახალისოა. ბებია-შვილიშვილმა ბევრი ვილაპარაკეთ.

სხვა ენერგია მოგვცა. სულ სხვა პასუხისმგებლობა დაგვაკისრა.

ახლა ანეტას დედასთან არიან და დილაობით ჩემი მესიჯით იღვიძებენ, ჩამიგდეთ ახალი ფოტო-მეთქი. ლუკა ყოველ დღე სხვადასხვანაირია. მე ამით ვსაზრდოობ.

მუზა ჯერ არ მოსულა. ჯერ ვეჭორავები, კარგად უნდა გავიცნო. რაღაცას რომ მეტყვის, მერე მეც მის ენაზე ავტიტინდები. “ქართული ხმების” ბიჭები მეუბნებოდნენ, საბავშვო სიმღერების ნაკლებობა გვაქვს და იმედია, ამიერიდან მაგ ხაზზში გადახვალო. არც ეგ არის გამორიცხული.

მინდა ყველა დავლოცო, რომ ოჯახში პატარა და ის სითბო არ გამოულიოს, რაც ჩვენ გვაჩუქა უფალმა წელს. მინდა ბედნიერება მიეცეთ ადამიანებს. და ის სიხარული განიცადონ, რაც ახალ სიცოცხლეს შემოაქვს ოჯახში.

კომენტარები

ნატო გელაშვილი 2023-01-24
ნინო ჩხეიძე
Tags ნატო გელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანა ჯაბაური: არ მინდა, ვინმე თაღლითობის მსხვერპლი გახდეს – ინფორმაცია, რომ ცოტნესთვის ფულს ოჯახი აგროვებს, არის სიცრუე

შემდეგი სტატია

ეკა ხერხეულიძე: ნიკა მელია საკმაოდ ჯიუტი ადამიანია. ის, რომ არ არის ხარბი და მოწყვლადი, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს არის ლიდერისთვის მახასიათებელი

მსგავსი სტატიები

აკა სინჯიკაშვილი: ამაზე მეტი, ადამიანს არაფერი ემართება

აკა სინჯიკაშვილი: ამაზე მეტი, ადამიანს არაფერი ემართება

ნინო ჩხეიძე 26 ივლ 2022
მეტროს თითქმის ყველა სადგური გადატვირთულია (ვიდეო)

მეტროს თითქმის ყველა სადგური გადატვირთულია (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 27 ოქტ 2021
მინდელის მაღაროში დაშავებული დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა

მინდელის მაღაროში დაშავებული დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა

05 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge