NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»კინორეჟისორ გიორგი დანელიას “თბილისური მოგონება”

კინორეჟისორ გიორგი დანელიას “თბილისური მოგონება”

24 იან 2023 კულტურა 174 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
კინორეჟისორ გიორგი დანელიას “თბილისური მოგონება”
თბილისში ვარ, ხვალ, მოსკოვში უნდა ვიყო, უსიკვდილოდ.
სადიპლომო გამოცდა მაქვს სარეჟისოროზე.
მივედი ავია სალაროებში და
ბილეთები არ არის.
ვაჩვენე ჩემი “მოსფილმის” საბუთი, ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა ვიყო მოსკოვში.
რა აღარ მოვიგონე, რომ ჩავარდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაღება და მსგავსი ტყუილები, შედიან მდგომარეობაში, მაგრამ მპასუხობენ- ვერაფრით დაგეხმარებით, სამწუხაროდ, არაა ბილეთებიო.
წავედი დეიდაჩემ – ვერიკო ანჯაფარიძესთან.
ვერიკომ, წამში გადარეკა ავიაციის მინისტრთან. მინისტრმა,
ვერიკო დააწყნარა, თქვენთვის ყველაფერი იქნება, დამელოდეთო,
დარეკა 15 წუთში, მოუბოდიშა,
რაღაც, განსაკუთრებული ხდება,
არც ერთი ბილეთი არაა დღეს ფიზიკურად, ხვალისთვის კი, ბატონო რამდენიც გნებავთ და რომელ რეისზეც გნებავთო.
რა გაეწყობა, ავდექი და დავრეკე ცეკაში, დევი სტურუასთან.
დევიმ, ბილეთი რა პრობლემაა,
მაცალე, ახლავე გადმოგირეკავო, ვერიკომ კი უთხრა, მინისტრმა ვერ გვიშოვაო. ვიფიქრეთ მინისტრი მინისტრია, მაგრამ, ცეკა მაინც, ცეკაა.
რეკავს 10 წუთში, რა არის ეს, რა დღეა ჩვენთვისაც კი, ფიზიკურად არც ერთი ბილეთი არააო.
რა უნდა მექნა, წავედი სასტუმროში,
სადაც ვიყავი გაჩერებული.
გზაზე, “ლაღიძის წყლებში” შევიარე, ძალიან მიყვარს და ლაღიძის წყალს მაინც დავლევ მეთქი.
შემხვდა კარგი თბილისელი მეგობარი
– ვოვა მარტინოვი.
ქალაქელი “კარგი ბიჭი”, რომელიც ქალაქელებს ყველას იცნობდა და რომელსაც, ქალაქშიც ყველა ცნობდა. ქართულად მეკითხება, რა ყურები ჩამოგიყრია, ან, რა სახე ჩამოგტირის,
ხო მშვიდობა გაქვსო?
ვოვა, ეროვნებით რუსი იყო, მაგრამ მე მხოლოდ ქართულად მელაპარაკებოდა, თვლიდა, რომ ქართული ლაპარაკის პრაქტიკა მაკლდა მოსკოვში და ქართულად საუბარი მჭირდებოდა.
მეც, ჩემი ბილეთების გაჭირვება მოვუყევი.
ასე მეგონა, მართლა რამე სერიოზული გჭირსო, ვოვამ, დამავლო ხელი და სალაროებისკენ გამაქანა,.
ავიღებთ ბილეთს, შენ დარდი გაუშვიო. ვუხსნი, არაა ფიზიკურად, დღეის ბილეთი, ვინ არ შეწუხდა თქო.
ჩვენთვის გია ჯან, ბილეთი სულ არის, წავედითო. სალაროებში ზღვა ხალხი ირეოდა, სალაროს ფანჯარასთან ვერ მიხვიდოდი. ვოვა მაღალი და მხარბეჭიანი იყო, თავზე კეპკა მოიხსნა, ეგეთი ქუდი თბილისში, სულ ორ კაცს ქონდა. ვოვას და დათო ყიფიანს,
ფეხის წვერებზე აიწია, თავის გრძელი ხელი ფორთოჩკაში შეყო და დიდი ხმით იყვირა:
– ნანაა, ვერ მიცანი, მე ვარ,
ვოვა ვარ! გამოიხედე, ჩემ ქუდს ხო ხედავ?
– ვხედავ ვოვა, ვხედავ, იქედან მოლარემ, რა გინდაო?
მოსკოვზე მინდა ერთი ბილეთი,
ორის თხუთმეტ წუთიანზეო ვოვამ! პასპორტი გამოუშვიო, იქედან მოლარე ნანამ.
ვოვამ, პასპორტი გამომართვა,
ფული, ფული, მეთქი, ფულს მივცემ,
შენ, ნუ ნერვიულობო ვოვამ.
ფული, ფული, აიღე,
სიხარულისგან გული, რომ გავუწყალე, რაღაცნაირი სიბრალულით შემომხედა და მითხრა:
– შენ, მოსკოვში სულ გარუსებულხარ ძმაოო.
თვითმფრინავს მივუსწარი,
მთელი გზა ვფიქრობდი,
მინისტრი- მინისტრია,
ცეკაც -ცეკაა,
აი, ვოვა კი, ვოვაა.

კომენტარები

გიორგი დანელია 2023-01-24
ნინო ჩხეიძე
Tags გიორგი დანელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზაზა ფირალიშვილი: რომელიმე აკადემიურ გარემოში ბატონ ლევან ბერძენიშვილთან შეიძლება მეკამათა. ხოლო როდესაც მას თავს ესხმიან ისინი, ვისთვისაც …

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერია: რამდენადაც ვიცი, 24 თებერვალს თბილისში უკრაინელების აქციაა და მე ვაპირებ, რომ იქ ვიყო

მსგავსი სტატიები

პროპაგანდისტული სიმღერა, რომელიც რუსეთში პოპულარულია – “არ იცხოვრო ქვეყანაში, რომელიც არ მოგწონს”

პროპაგანდისტული სიმღერა, რომელიც რუსეთში პოპულარულია – “არ იცხოვრო ქვეყანაში, რომელიც არ მოგწონს”

ნინო ჩხეიძე 25 აპრ 2022
ქართული ესტრადის დედოფალი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა

ქართული ესტრადის დედოფალი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა

ნინო ჩხეიძე 21 ივლ 2021
Jessie J-მ ჩინეთში სიმღერის კონკურსი მოიგო

Jessie J-მ ჩინეთში სიმღერის კონკურსი მოიგო

18 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

  • კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

    კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge