NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი USAID-თან და Savvy – სთან თანამშრომლობთ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის განვითარების მიმართულებით ვორქშოფებს გამართავს

თიბისი USAID-თან და Savvy – სთან თანამშრომლობთ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის განვითარების მიმართულებით ვორქშოფებს გამართავს

24 იან 2023 ბიზნესი 93 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

24-25-26 იანვარს, ქ. ბათუმში, თიბისის სათაო ოფისში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთათვის სამუშაო სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება.

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს თიბისი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და საკონსულტაციო ჯგუფ Savvy – სთან თანამშრომლობით ახორციელებს.

USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს თიბისისთან საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების მიზნით. თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი მიმართულება, მოიაზრებს აჭარაში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების სერვისების მიწოდებას, USAID – ის პროგრამის BIZLink მეთოდოლოგიით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, და მოიაზრებს ჯგუფურ ვორქშოფებს/ტრენინგებს და ინდივიდუალურ სამუშაო სესიებს ბიზნესებისთვის ფინანსური წიგნიერების, ფინანსური მართვისა და აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესები თავიანთ საწარმოებზე მორგებულ ტექნიკურს დახმარებას მიიღებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფინანსური წიგნიერების გაუმჯობესება, ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკების დანერგვა/გაუმჯობესება და სტრატეგიის შემუშავება, ასევე ფინანსური ანგარიშგებების შემუშავება და გაუმჯობესება.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, სერვისები და სხვ. პროექტი 2 ეტაპისგან შედგება – დიდი ვორქშოფი და ინდივიდუალური კონსულტაციები და 5 კვირიანი პროგრამა 10 შერჩეული კომპანიისთვის. 5 კვირიანი პროგრამის ფარგლებში კომპანიების მხარდაჭერა მოიცავს ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზებული ფორმების და ანალიტიკის ინსტრუმენტების დანერგვას. შედეგად, კომპანიებს შეეძლებათ მარტივი და ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღები ფორმებით მოამზადონ საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები, ასევე, გაანალიზონ შედეგები, რაც გაზრდის როგორც დამატებითი სახსრების მოძიების შესაძლებლობას, ასევე კომპანიაში გააძლიერებს ფინანსური შედეგების ანალიზს.

ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ჩატარდება საკონსულტაციო ჯგუფ Savvy – სთან თანამშრომლობითა და ჩართულობით.

კომენტარები

TOP USAID თიბისი 2023-01-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP USAID თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ლუგანსკში  სასტიკი ბრძოლები გრძელდება, ოკუპანტებმა დამატებით რაზმები შემოიყვანეს

შემდეგი სტატია

ზაზა ფირალიშვილი: რომელიმე აკადემიურ გარემოში ბატონ ლევან ბერძენიშვილთან შეიძლება მეკამათა. ხოლო როდესაც მას თავს ესხმიან ისინი, ვისთვისაც …

მსგავსი სტატიები

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თამუნა 27 ივნ 2022
„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება საბურავებზე!

„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება საბურავებზე!

სოსო ელისაშვილი 24 მარ 2018

წინანდლის ისტორიულ მამულში ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა

სოსო ელისაშვილი 27 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge