NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისისა და EBRD-ს შორის თანამშრომლობით, რეგიონში პირველად, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ქვეშ, საწარმოების დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი

თიბისისა და EBRD-ს შორის თანამშრომლობით, რეგიონში პირველად, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ქვეშ, საწარმოების დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში იქნება შესაძლებელი

24 იან 2023 ბიზნესი 90 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებენ ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას.

ამასთან დაკავშირებით, 13 იანვარს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ბოუმენმა და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მეგრელიშვილმა არსებული 58 მილიონ დოლარიანი ვაჭრობის დაფინანსების კონტრაქტის განახლებულ ვერსიას მოაწერეს ხელი.

რეგიონში პირველად, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ფაქტორინგის ლიმიტს ადგილობრივ ვალუტაში, რაც თიბისის საშუალებას აძლევს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ტრანზაქციების დაფინანსებას და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ადგილობრივ რესურსებზე ხელმისწვდომობის ზრდას.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, თბილისში და პირადად ვაფორმებ ამ ხელშეკრულებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტთან, თიბისი ბანკთან. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ საშინაო და საგარეო ვაჭრობის გაფართოებას საქართველოში.” -ამბობს EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი.

„მოხარული ვარ, რომ თიბისისა და EBRD-ს შორის მორიგი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა საშუალებას გვაძლევს გავიმყაროთ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით წამყვანი პოზიციები და განვაგრძოთ იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობებში ჩართული ბიზნესების ხელშეწყობამინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს მომავალში კიდევ მრავალი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება“. -აცხადებს გიორგი მეგრელიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

TFP მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას EBRD-ის დაფარვის რეგიონებში. პროგრამა გვთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს ვაჭრობის გასაადვილებლად, მათ შორის, გარანტიებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ფულად ავანსებს რაც ხელს უწყობს არსებულ მეწარმეებს იმპორტისა და ექსპორტის ვაჭრობის გაზრდაში.

EBRD-მა დღეისათვის საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის მეშვეობით, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორშია. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები მოიცავს ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs).

კომენტარები

EBRD TOP გიორგი მეგრელიშვილი თიბისი ბანკი მარკ ბოუმენი 2023-01-24
ნინო ჩხეიძე
Tags EBRD TOP გიორგი მეგრელიშვილი თიბისი ბანკი მარკ ბოუმენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ

შემდეგი სტატია

იენს სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, გერმანული ტანკების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გამოსავალი მალე გვექნება

მსგავსი სტატიები

2018 წლის 5 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 5 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა

05 ივნ 2018
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით CITYZEN თბილისში  განსხვავებულ და  მრავალფეროვან საცხოვრებელ სივრცეს ქმნის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით CITYZEN თბილისში  განსხვავებულ და მრავალფეროვან საცხოვრებელ სივრცეს ქმნის

თამუნა 09 ნოე 2022
„თეგეტა აკადემიაში“ ელექტრო და ელექტრონული სისტემების  შეკეთების სასწავლო პროგრამა დაიწყო

„თეგეტა აკადემიაში“ ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების სასწავლო პროგრამა დაიწყო

თამუნა 08 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge