“რომელიმე აკადემიურ გარემოში ბატონ ლევან ბერძენიშვილთან შეიძლება მეკამათა. მის შეხედულებებში ჩემთვის ბევრი რამეა საეჭვო (თუმცა, ეჭვი არ მეპარება მის განათლებაში). მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა ეს საეჭვო დისკუსიას ექვემდებარება. ხოლო როდესაც მას თავს ესხმიან ისინი, ვისთვისაც ერეკლე რუსულ-ქართული ისტორიული იდილიისა და ნათელი ისტორიული გზის სიმბოლოა, ვისაც არ სურს დაინახოს, რომ გიორგიევსკის ტრაქტატი უკიდურესი სასოწარკვეთის შედეგი იყო და არა იდეალური გამოსავალი, ვინც აქ, ჩვენს თვალწინ ქმნის რუსულ-ქართული იდილიის ახალ სიმბოლოს ვასილ მჟავანაძის სახით, წარმოუდგენელია რაიმე საჯარო დისკუსიაზე ლაპარაკი. ათიოდე წლის წინ წავაწყდი წიგნს, რომლის ერთ-ერთი მთავარი თეზისიც აღმოჩნდა დებულება: სახელმწიფოებრიობას ზნეობა არ უნდა შევწიროთ, რუსეთი კი ჩვენი ზნეობის მთავარი გარანტიაო. სხვისთვის როგორ და ამგვარ შეხედულებებთან უნებური მოკავშირეობაც კი ჩემთვის დაუშვებელია,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.
ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ვიდეოს, სადაც POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე ლევან ბერძენიშვილს არაკაცს უწოდებს.
კომენტარები