NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ანა ჯაბაური: არ მინდა, ვინმე თაღლითობის მსხვერპლი გახდეს – ინფორმაცია, რომ ცოტნესთვის ფულს ოჯახი აგროვებს, არის სიცრუე

ანა ჯაბაური: არ მინდა, ვინმე თაღლითობის მსხვერპლი გახდეს – ინფორმაცია, რომ ცოტნესთვის ფულს ოჯახი აგროვებს, არის სიცრუე

24 იან 2023 საზოგადოება 142 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტნე გამსახურდია კლინიკაში გადაჰყავთ და საამისოდ ფული გროვდება.

„პრაიმტაიმი“ ანა ჯაბაურს დაუკავშირდა და ცოტნეს მდგომარეობით დაინტერესდა.

– ცოტნე სტაბილურადაა, კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. თანაც, ამდენი სეზონური ვირუსია და გავრცელებული, რაც მისთვის საშიშიცაა. საშიშია ჰოსპიტალური ინფექციებიც.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფულს აგროვებთ, ცოტნეს კლინიკაში გადასაყვანად.

– ეს ტყუილია. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ხალხისთვის დახმარება არასოდეს გვითხოვია და არც ანგარიშის ნომერი გამოგვიქვეყნებია სადმე. მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია ძალზე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე, ცოტნეს ძმები და სახელმწიფო ჯერჯერობით ავუდივართ. მე პირადად სამ ადგილზე ვმუშაობ, ხოლო გიორგი უცხოეთიდან გვეხმარება, რომ ცოტნეს რაც სჭირდება, ყველაფერი გავუკეთოთ. ძალიან ბევრი ახლობელი გვთავაზობს დახმარებას, მაგრამ უარს ვეუბნებით, რადგან ცოტნეს ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და არ მინდა ახლა ისე გამოვიდეს, თითქოს უკან ვიბრუნებ; ან ცოტნეს მიერ თავის დროზე გაკეთებული სიკეთე დღეს ვინმემ ბოროტად გამოიყენოს (მოგეხსენებათ, მრავალი წლის მანძილზე თავისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ცოტნე მძიმე ავადმყოფებსა და ხელმოკლე ოჯახებს ურიცხავდა). არც ის მინდა, ვინმე თაღლითობის მსხვერპლი გახდეს და თანხა გადარიცხოს ანგარიშზე, რომლიდანაც ცოტნეს არასოდეს არ გადმორიცხვია არც ერთი თეთრი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: ინფორმაცია, რომ ცოტნესთვის ფულს ოჯახი აგროვებს, არის სიცრუე.

კომენტარები

TOP ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდია 2023-01-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს

შემდეგი სტატია

ნატო გელაშვილი: ხელებგადაშლილი და გატრუნული უსმენს ჩვენს ნამღერს, მერე ეძინება…

მსგავსი სტატიები

სამინისტრო: საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს

სამინისტრო: საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს

ნინო ჩხეიძე 03 იან 2022
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი: წინა წლებთან შედარებით ბავშვებში მზისგან დამწვრობა მომატებულია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი: წინა წლებთან შედარებით ბავშვებში მზისგან დამწვრობა მომატებულია

ნინო ჩხეიძე 18 აგვ 2022
ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას

ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2021

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge